მაურისიო პოჩეტინო: თითქმის ყველაფერი დასრულდა

AutoSharing Option
პსვ-სთან ფრის (2:2) შემდეგ "ტოტენჰემის" შანსები, რომ "ინტერს" და "ბარსელონას" დაეწიოს, მინიმუმამდე შემცირდა. ამ ფაქტს არ უარყოფს ლონდონელთა დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინოც.

"თითქმის ყველაფერი დასრულდა. სამ თამაშში ერთი ქულით ძალიან რთულია. ბევრი რამ მოხდა. თუ კარგ სიტუაციაში ხარ და ვალდებული ხარ, თამაში "მოკლა" და არ "კლავ", მაშინ შენ გარდა არავინ უნდა დაადანაშაულო. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მთავარი გოლის გატანაა. მათზე ბევრად უკეთესები ვიყავით, მაგრამ ხანდახან ტემპი ძალიან დაბალი იყო, ჩვენ კი მომენტს ვერ ვიყენებდით" - განაცხადა პოჩეტინომ.

"ტოტენჰემის" ჯგუფში "ბარსელონას" და "ინტერის"
დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით (2:0) დასრულდა. მილანელებსა და ლონდონელებს შორის განსხვავება 5 ქულაა, ერთმანეთს კი 6 ნოემბერს შეხვდებიან.

altჩემპიონთა ლიგა. III ტური: პირველ ორ მატჩში ფრე დაფიქსირდა [VIDEO]



მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული