პსჟ-ს მწვრთნელმა ტომას ტუხელმა თქვა, რომ თავდამსხმელები კილიან მბაპე და ნეიმარი მწყობრში ჩადგნენ.
ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ლივერპულთან" მატჩში მონაწილეობას მიიღებენ.
"მბაპე და ნეიმარი? ისინი მწყობრში ჩადგნენ, გუნდთან ერთად ვარჯიშობენ და არავითარი პრობლემა არ არსებობს.
ითამაშებენ თუ არა "ლივერპულთან"? ჯანმრთელად არიან, ტრავმის მიღების რისკი არ არსებობს. ასე რომ, ითამაშებენ", - განუცხადა ტუჰელმა "ეკიპს".
მატჩი 28 ნოემბერს გაიმართება.
მბაპემ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ნეიმარმა კი 11 მატჩში 10 გოლი.