ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში პსჟ-სთან წაგებული მატჩი (0:1) "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა ასე შეაფასა.
"როგორც ვარაუდობდით, დებიუტი ისეთი გამოვიდა. თამაში ცელქი და ინტენსიური იყო, მეტოქე ძალიან რისკავდა.
დამატებაზე ივარგეს და ორი გოლი გაიტანეს. საგოლე მომენტები ვერ შევქმენით.
ასეთი დასაწყისის შემდეგ ძნელია თამაშის შემოტრიალება. ჩვენ საკუთარ თავს არ ვგავდით.
კიდევ ერთი მომენტი - მეორე ტაიმში თამაში 500 ათასჯერ შეჩერდა. მსაჯი კი თვლიდა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა.
პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა გუნდი ვართ, მაგრამ დღეს ყასბებს ვგავდით. შედეგი უნდა მივიღოთ, თუმცა
განცდა გვაქვს, რომ ეს აბსურდია. ისევ "ენფილდი" უნდა ავამოქმედოთ.
"ლივერპული" გავა ჯგუფიდან, თუ "ნაპოლის" 1:0-ს მოუგებს. კარგია. ჩვენ გოლს გავიტანთ, შემდეგ საფინალო სასტვენი იქნება და შინ წავალთ".