ეს როგორ შეიძლება? - "შახტარი" "ლიონთან" შესაძლოა საფრანგეთში ათამაშონ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "შახტარი" "ლიონს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გადის.

უკრაინაში ვითარების გამწვავება სურს სათავისოდ გამოიყენოს "ლიონს" და ხარკოვში თამაშზე უარი განაცხადა.

"კიკერი" იტყობინება, რომ არაა გამორიცხული, შეხვედრა საფრანგეთში გაიმართოს.

ანუ, ასეთ შემთხვევაში "ლიონი" "შახტართან" ორივე მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და დონეცკურ გუნდს ნეიტრალურ მოედანზე თამაშსაც კი არ სთავაზობენ.

უკრაინის მხარე ამის კატეგორიული წინააღმდეგია და მატჩის გამართვას იმ ქალაქში სთავაზობს, სადაც გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა არ მოქმედებს - კიევში ან ლვოვში.

შეხვედრა 12 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იმის მაგივრად რომ გაჭირვებულ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ რეებს კადრულობენ... ფეხბურთი მარტო სპორტი ხო არაა, ყურადღებაა, გვერდით დგომის გამოხატვაა და ათასი სხვა რამე კიდევ... ეს ფრანგები სულ გამოქლიავდნენ... პ.ს თბილისში კაი იდეაა, მარა ფრანგებმა შეიძლება ისიც ახლოს არიანო..
parfiumer
01 დეკემბერი 2018 18:47
0
მშვენიერი აზრია მაგრამ ნაკლებად სავარაუდო,უფრო ფინანსების გამო....არდა შახტარისტვის ყველაზე სასურველი უნდაიყოს,გულშემატკივრები ეყოლება ბევრზე ბევრი...ამოქმედდით ვისაც ეხება და მოებმება ამსაქმეს თავი
euhh
30 ნოემბერი 2018 15:23
0
ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ეს თამაში თბილისში ჩატარდეს,სამუშაოა ამაზე,შახტარს თბილისში გულშემატკივრობა გარანტირებული აქვს თუნდაც ხოჭოლავას ხათრით
ბაჩო
30 ნოემბერი 2018 14:43
0
მხარს ვუჭერ ამ მატჩის თბილისში ჩატარების იდეას! ვინმემ მიაწვდინოს ჩვენი აზრი "შახტარი"-ს უფროსობას, რათა მათ ალტერნატიული ვარიანტის სახით მაინც შესთავაზონ ეს იდეა უეფას
qomagi
30 ნოემბერი 2018 11:06
0
კარგი აზრია - ითამაშონ თბილისში! "შახტარს' ქომაგობა გარანტირებული ექნება.
მერაბი
30 ნოემბერი 2018 09:19
0
2008 ცელს ვიტ-გეორგია ატამასჰეს 1 ტამასჰი Vენასჰი
Alexi
29 ნოემბერი 2018 23:45
1
მეც მაგის თქმა მინდა თუ ლიონი არ დათანხმდა უკრაინაში თამაშს შახტარი არ ინანებს საქართველოში მასპინძლობას ... მხურვალედ დაუჭერდით მხარს ... ხოჭოლავა ჩააწვეთე ბოსებს ... ))
bejo
29 ნოემბერი 2018 23:24
1
გეპატიჟებით დინამო არენაზე სავსე სტადიონი და შახტარის ქომაქობა გარანტირებულია
grego
29 ნოემბერი 2018 21:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული