უეფას აღმასრულებელი კომიტეტი დღეს დილით დუბლინში შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ წარმატებული ტექნოლოგიური ექსპერიმენტებისა და მსაჯების ტრენინგების შემდეგ სისტემის გამოყენებას ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალიდან დაიწყებენ, რომელიც თებერვალში გაიმართება.
გარდა ამისა, კომიტეტმა ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება ევროპა ლიგის ფინალში, ერთა ლიგის ფინალსა და ევრო 2019-ის ახალგაზრდულ ფინალურ ეტაპზე გადაწყვიტა.
მასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორება მსაჯს რონალდოს გაძევების ეპიზოდში დაეხმარებოდა