ინგლისური კლუბი შესაძლოა ოთხი წლის წინანდელი დარღვევისთვის დასაჯონ. ადრე გერმანულმა ჟურნალმა Spiegel-მა გვაუწყა, რომ 2014 წელს კლუბმა ფეარ-პლეის ფინანსურ ზღვარს 188 მლნ ევროთი გადააჭარბა.
ამბობენ, რომ კლუბში ხშირად ხარჯავენ უშუალოდ მფლობელის, შეიხ მასტურის ფულს, მაგრამ ამას სპონსორულ თანხებად ასახავენ.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
"სიტუაციას ვაფასებთ. ამ საქმეზე დამოუკიდებელი ორგანო მუშაობს. ძალიან მალე გვექნება პასუხები ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე და გვეცოდინება, რა მოხდება ამ
"სიტის" დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში უეფა ფიქრობს, რომ ტრანსფერების აკრძალვა საკმარისად მკაცრი სასჯელი არ იქნება და ამიტომ ამას ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვაც დაემატება.
მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით