კლოპი: უეფაში ეგონათ, ტურნირს "ლივერპულის" გარეშე გააგრძელებდნენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ნაპოლის" დამარცხების (1:0) და პლეი-ოფში გასვლის შემდეგ კომენტარი "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

"სალაჰმა არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა, ალისონმა კი გადასარევი ნახტომით იხსნა გუნდი, ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ გაკეთა. მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მანემ მომენტი გააცუდა, რასაც უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა. ქარიშხლისებრი თამაში იყო, ბევრი კონტრშეტევებით და ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით.

უეფაში, ალბათ, უკვე  ეგონათ, რომ ტურნირს "ლივერპულის" გარეშე გააგრძელებდნენ, მაგრამ არა ამჯერად. დღეს ჩემპიონთა ლიგიდან არ უნდა გავვარდნილიყავით, ნეაპოლში ჩატარებული მატჩის შემდეგ - კი.
დღეს გამარჯვება დავიმსახურეთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული