ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში "ლივერპულთან" ნამატჩევს (0:1) "ნაპოლის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იმედგაცრუებული არ ჩანდა.
"ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთეთ. ძალიან მივუახლოვდით პლეი-ოფს და ამიტომ გულდაწყვეტილნი არ ვართ. ახლა ევროპა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობას შევეცდებით.
შეტევისას სიმწვავე გვაკლდა, რადგან მეტოქე ძალიან მაღალ პრესინგს მიმართავდა. მეორე ტაიმში ორივე გუნდი ნაკლებად ორგანიზებულად მოქმედებდა. "ლივერპულს" მართლა ჰქონდა კონტრშეტევებზე მომენტები, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ გოლის გაქვითვა გვინდოდა და წინ დიდი ძალებით მივდიოდით. მილიკმა ერთი კვირის წინ ბერგამოში ფანტასტიკური გოლი გაიტანა და დღეს კინაღამ იგივე გააკეთა.
არა მგონია, იმედგაცრუების მიზეზი გვქონდეს. ახლა ბედს ევროპა ლიგაზე ვცდით".