ანჩელოტის გუნდი ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად ვერ გავიდა ლიგის პლეი-ოფში

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიღმა არ დარჩენილა.

"ნაპოლიმ" "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

გამომდინარე აქედან, "ნაპოლიმ" ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე გააგრძელებს.

კარლო ანჩელოტიმ პირველად 2000/01 წლების სეზონის შემდეგ ვერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. მაშინ "იუვენტუსი" კვარტეტის ყველაზე ცუდი გუნდი აღმოჩნდა. "ბებერი ქალბატონის" მეტოქეები "დეპორტივო", "პანათინაიკოსი" და "ჰამბურგი" იყვნენ.

altჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: "ლივერპულმა" "ნაპოლის" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

 

altკარლო ანჩელოტი: ჩვენ გულდაწყვეტილნი არ ვართ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული