"რეალის" მწვრთნელს სანტიაგო სოლარის მიაჩნია, რომ მიჯრით მეოთხედ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება.
"ფეხბურთი ოცნებების ახდენისთვის არსებობს. როდესაც პატარა ხარ, უმაღლეს დონეზე თამაში ოცნებაა.
ხანდახან ოცნებები არ გიხდება და მიზანს ვერ აღწევ. ფეხბურთი ყველაფრის თავიდან დაწყებას გვაიძულებს და ამისათვის ძალების გამონახვაა საჭირო.
"რეალის" მიერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგება? ამ გუნდისთვის არაფერი არაა შეუძლებელი", - ციტირებს სოლარის "მარკა".
წარმატებული სერიის შემდეგ ბლანკოსი ლა ლიგაზე მე-2 ადგილზე გადავიდა და ლიდერ "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.
წარმატებული სერიის შემდეგ ბლანკოსი ლა ლიგაზე მე-2 ადგილზე გადავიდა და ლიდერ "ბარსელონასთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა.