სამი ხედირას გულის პრობლემები აქვს - გერმანელი "ატლეტიკოსთან" არ იქნება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ნახევარმცველ სამი ხედირას გულის პრობლემები აქვს. ამის გამო ის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს.

როგორც "ბებერი ქალბატონის" ვებგვერდი იუწყება, გერმანელ მოთამაშეს გულისცემის რიტმი აქვს დარღვეული.

"სამი ხედირა ტურინში დარჩება. მას ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება, რადგან არითმიის ნიშნები აღენიშნება" - ვკითხულობთ "იუვენტუსის" განცხადებაში.

მადრიდის "ატლეტიკოსა" და იტალიის ჩემპიონის მატჩი დღეს, 20 თებერვალს, 23:59 წუთზე დაიწყება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალის წინ: იწყება მთავარი მატჩები

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული