ჯორჯო კიელინი: ასეთი წაგების შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა გაგვიჭირდება

AutoSharing Option
"ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ გააკეთა.

"ვიცოდით, რომ მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა, უფრო კონცენტრირებულნი უნდა ვყოფილიყავით. ახლა ყველაფერს გავაანალიზებთ და გამარჯვებას შევეცდებით.

რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ. ასეთი წაგების შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ ჩვენსას ვეცდებით.

თამაში ცუდად არ დაგვიწყია, ვიცოდით მათი ძლიერი მხარეები, სტანდარტულებზე უკეთ მოქმედება გვმართებდა. განმეორებითი შეხვედრისთვის  მოსამზადებლად სამი კვირა გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვახო ისე აბდაუბდად წერ, რომ თავ და ბოლოს ვერ გაუგებს კაცი შენს კომენტარს, ეტყობა ძალიან მაგრად იმოქმედა პენალდოს წაგებამ შენზე.
0
ნამეტანი გწყენია წუხანდელი ამბავი, გაუფრთხილდი ნერვებს :)))
ვახოს
08:34 21-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული