დიეგო სიმეონე: რატომ მოვიკიდე კვერცხებზე ხელი? - კვერცხები გვაქვს, დიდი კვერცხები!

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან გადავიდა და პრესკონფერენციაზეც ძალიან ემოციურად ილაპარაკა.

"რატომ გავაკეთე ეს ჟესტი? იმიტომ, რომ კვერცხები გვაქვს, დიდი კვერცხები. ეს ფეხბურთელობის დროსაც გავაკეთე. ვაღიარებ, არ გამომივიდა ლამაზად. თუ ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი.

ერთი თვის უქმობის შემდეგ, რომ კოკე და კოსტა მეთამაშებინა, ამისათვის კვერცხებია საჭირო. მე ისინი ვათამაშე.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოიგო, მაგრამ ყველაზე მეტად დიდი გუნდის დამარცხება გამახსოვრდება. ეს ყველაზე მაგარია.

ვიდეოგამეორება? იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა, მაგრამ
როდესაც 187 სანტიმეტრი ხარ და ასეთივე წონა გაგაჩნია და მცირე შეხებით ეცემი, ეს მიუღებელია. კიელინიმ მაგრად გააფორმა ჯარიმა და დაეცა.

კოსტა ვათამაშე? ის არ იყო სათამაშოდ 100%-ით მზად. უნდა დააფასოთ მწვრთნელი, რომელიც მას ავარჯიშებს. ჩემზე უკეთ ჩემს ბიჭებს არავინ არ იცნობს".

altმასიმილიანო ალეგრი: არაფერიც არ დასრულებულა - გაიხსენეთ "რეალთან" მატჩი

altრონალდო თავს იმშვიდებს: მე ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოვიგე, "ატლეტიკომ" - ვერც ერთხელ

altდიეგო გოდინი: მსაჯის და ვიდეოგამეორების მიერ შექმნილი სირთულეები გადავლახეთ

altჯორჯო კიელინი: ასეთი წაგების შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა გაგვიჭირდება

მკითხველის კომენტარები / 13 /
ატლეტიკო თამაშობს მსოფლიოში ყველაზე არასანახაობრივ და ანტი ფეხბურთს, გოლი გააქვთ მხოლოდ კონტრშეტევაზე და სტანდარტულიდან და იმედად არიან გრიზმანის. ტურინში გამოჩნდება რამხელა კვერცხები გაქვს
ზიზუ
20:11 21-02-2019
10
სიმეონეს კვერცხების რა გითხრათ, მაგრამ რონალდუ რა კვერცხიცაა გამოჩნდა... არც პლატინის დროს და არც ზიდანის დროს იუვე ერთ ფეხბურთელზე არ ყოფილა დამოკიდებული.. 9 დარტყმა აქედან 1 კარში! ჯერ ერთი უბედურება ისაა 11 ფეხბურთელიდან 14 დარტყმაში, 9 რომ ერთ ფეხბურთელზე მოდის, არავინ თქვას რომ მაგარია და იმიტომ აგროვებს ასეთ სტატისტიკასო.. პირიქით ბურთის ხურუშიანი მგონია მე! შემაზიზღა გუნდი რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი! -მოხერხებაც ხომ უნდა 9-დან 1 გაუშვა 7 მეტრიან კარში..
ტორინო
18:08 21-02-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული