"ატლეტიკოს" პრეზიდენტი: ვიდეოგამეორებამდე ერთი პრობლემა იყო, ახლა - ორია

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" ნამატჩევს VAR-ი გააკრიტიკა.

70-ე წუთზე მსაჯმა ფელიკს ცვაიერმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ალვარო მორატას გოლი არ ჩათვალა. მან მიიჩნია, რომ ბურთის გატანის მომენტში მცველ ჯორჯო კიელინის ეუხეშნენ. ამის შემდეგ სერესომ ლოჟა დატოვა და თამაშს გასახდელში უყურა.

ტელეარხ Movistar+-ის ჟურნალისტი მონიკა მირჩანტე ამბობს, რომ სერესო ხანდახან გასახდელიდან გამოდიოდა და ნეგატიურ კომენტარებს აკეთებდა.

"ნება მომეცით გითხრათ, ეს სირცხვილია. ვიდეოგამეორებამდე ერთი პრობლემა იყო, ახლა - ორია", - განაცხადა სერესომ.



მკითხველის კომენტარები / 2 /
სიმართლე კი ის იქნებოდა რომ შემდეგი გოლიც არ ჩათვლილყო და თამაში 1-0 დამთავრებულიყო, მარა მსაჯი მოერიდა ზედიზედ 2 გოლის არ ჩათვლას. დარწმუნებული ვარ 1-0 რომ ყოფილიყო არ ჩათვლიდა რადგან ბონუჩი ამ ჯარიმის შემდეგ დაეცა და ხელი ვეღარ შეუშალა ხიმენესს.
Geo_Dinamo
22:00 21-02-2019
14
ვაა რიჩარდ გირს ატლეტიკო უყიდიაა :))))))))))
milanista
18:51 04-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული