მასიმილიანო ალეგრი: "ატლეტიკოს" ძლევა და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში სტუმრად "ბოლონიას" დამარცხების (1:0) შემდეგ, კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

"ბუნებრივია, რომ გასულ კვირაში "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ დღეს პირველ ტაიმში ჩემი ფეხბურთელები ცოტა დაღლილები ჩანდნენ.

ყოჩაღ პერინს, კარგად ითამაშა და გადაგვარჩინა. უახლოეს მდევარს 13 ქულით ვუსწრებთ.

"ატლეტიკო"? უკეთაც შეგვეძლო გვეთამაშა. განმეორებით შეხვედრაში მოწინააღმდეგე კიდევ უფრო მობილიზებული იქნება.

უფრო სწრაფად შეტევა გვმართებს. შემდეგ ეტაპზე გასვლა? დარწმუნებული ვარ, ეს შეგვიძლია".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ატლეტიკო გაუტანს, 4-1ს თუ მოუგებს გავა კი :))
1
გავა ივენტუსი და გამოჩნდება რო ძან მაგარი გუნდია წელს. ივენტუსის ფანი არ ვარ
გოგა
12:15 25-02-2019
4

სიახლეები პოპულარული