კრიშტიანო რონალდო: ყველამ იცის, რომ "ატლეტიკო" კარგად იცავს თავს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩის წინ საკუთარ მოლოდინზე ისაუბრა.

"ატლეტიკოს" ძლიერი გუნდი ჰყავს. ყველამ იცის, რომ ისინი კარგად იცავენ თავს, არ რისკავენ და კონტრშეტევებზე მოქმედებენ, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

გვსურს, გამარჯვებისთვის ყველაფერი გავიღოთ და შემდეგ რაუნდში თამაშის უფლება მოვიპოვოთ. არავინ ელოდა, რომ პირველ მატჩში დავმარცხდებოდით, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

შესანიშნავ სეზონს ვატარებთ. ორ ტურნირში გამარჯვებისთვის ვიბრძვით: სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში. აქ, ისევე, როგორც ესპანეთსა
და ინგლისში, მე გოლების გატანა და გამარჯვების მიღწევა მსიამოვნებს. მე ბედნიერი ვარ", - განაცხადა პორტუგალიელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "ატლეტიკომ" შინ, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ტურინელები 2:0 დაამარცხა.

საპასუხო შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული