ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანო რონალდოს შემდეგ მისმა მეორე ნახევარმა ჯორჯინა როდრიგესმა ცრემლები ვერ შეიკავა.
ჯორჯინა "ალიანც სთედიუმის" ვიპ-ლოჟაში იმყოფებოდა და საკუთარი რჩეულის თამაშს ადევნებთა თვალს. 86-ე წუთზე რონალდომ პენალტი გაიტანა და საბოლოოდ ტურინელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.
რონალდოს გოლის შემდეგ როდრიგესმა ემოციები ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. დადგმული იყო თუ არა ეს ყველაფერი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ამან პრესის ყურადღება მიიპყრო.
ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად 0:2-ის წაგების შემდეგ საკუთარ მოედანზე მადრიდის "ატლეტიკოს" 3:0 სძლია და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
რონალდოს საცოლეს ამ ვიდეომ ერთ დღეში 3 მლნ ნახვა დააგროვა [VIDEO]