ლეო მესი: რონალდომ ჯადოსნური მატჩი ჩაატარა - მეგონა, "ატლეტიკო" უფრო ძლიერი იქნებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონის" დამარცხების (5:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"2:1-ზე გარკვეული პერიოდი ნერვულობა მოგვიწია. თავად შევიქმენით პრობლემა. იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. საბედნიეროდ, მესამე გოლი გავიტანეთ და დავწყნარდით.

ამის მერე ზონები გაიხსნა და კონტრშეტევები გამოგვივიდა.

რონალდო? ჯადოსნური მატჩი ჩაატარა. მეგონა, "ატლეტიკო" უფრო ძლიერი იქნებოდა. რონალდომ საოცრად ითამაშა, სამი გოლი გაიტანა.

კენჭისყრა? ყველა გუნდი რთულია. მაგალითად, "აიაქსი" შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათ არავისი არ ეშინიათ. ამ გუნდთან თამაში ყველას გაუჭირდება. ყველაზე რთულისთვის უნდა მოვემზადოთ", - ციტირებს მესის "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
საქმე იმაშია რომ ისინი ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან განსხვავებით მათი ფანებისა.სწორედ მათი კონკურენციის დამსახურებაა დღეს ფეხბურთი რომ ასეთი საინტერესოა.რომ არა ლეო ვფიქრობ კრიშტიანოს ფეხბურთისთვის თავი ექნებოდა დანებებული.ჩვენ კი ვისიამოვნოთ ამ გენიოსების თამაშით
თემო
09:50 14-03-2019
2
ორივე ზე ფეხბურთელია და მათი ვითომ მტრობაც მედიის და გულშემატკუვრების შეთხზული მითია, ორივეს არაერთხელ აღუნიშნავს ერთმანეთზე რომ საუკეთესოები არიან უბრალოდ მედიას დაძაბვა უფდო აწყობს(კრიტიკა და ნეგატივი უფრო იყიდება დღევანდელ სამყაროში ვიდრე კარგი ამბავი).უბრალიდ ორივე ჭკვიანი ადამიანია და კარგად მოერგნენ ესეთ სიტუაციას და პაექრობაც შესანიშნავად გამოსდით. მიუხედავად იმისა პერსონალურად არც ერთს არ ვგულშემატკივრობ ვერ წარმომიდგენია ფეხბურთი როგორი იქნება მათი წასვლის შემდეგ და ამ დონეზე აწეული თამასა ვინ უნდა გააგრძელის ღირსეულად. მე მიყვარს ფეხბურთი. პირველ რიგში ქართული.......
Hitemup
12:11 14-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული