"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ლიონთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი (5:1) მოკლედ გაარჩია.
"პირველ ტაიმში უდიადესი ფეხბურთი ვაჩვენეთ, აბსოლუტურად ვდომინირებდით. მეტი გოლიც უნდა გაგვეტანა. მეორე ტაიმში მეტოქემ გარისკა და ერთი გოლი გაგვიტანა.
ჩემპიონთა ლიგაზე მოშვება არ შეიძლება, რადგან 2:0 გადამწყვეტი უპირატესობა არაა. რგოლებს შორის ურთიერთკავშირში პრობლემა გვქონდა. მქონდა შეგრძნება, რომ ფრანგებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ.
ჩვენ გადარეულები ვართ ჩემპიონთა ლიგაზე, მესიც. მან დიდებულად იასპარეზა.
ვნახოთ, ვინ შეგვხვდება მეოთხედფინალში. ნებისმიერი მოწინააღმდეგე რთული იქნება".