რობერტ ლევანდოვსკი: გაბრაზებული ვარ, მეტი მონდომებით უნდა გვეთამაშა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში "ლივერპულთან" განცდილი მარცხის შემდეგ (1:3) მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მატჩის მიმდინარეობა და საბოლოო შედეგი შეაფასა.

"პირველ მატჩში ჩვენ დიდად არ ვრისკავდით, არ ვუტევდით და გოლის გასატანად არასაკმარისი მონდომებით ვითამაშეთ.

დღეს, ჩემი აზრით, იგივე მოხდა. ისევ ცოტა მომენტი გვქონდა. ეს სერიოზული პრობლემაა. შინ ვთამაშობდით, მაგრამ საკუთარი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ამიტომაც შემდეგ სტადიაზე "ლივერპული" გავიდა.

მე უკმაყოფილო და ძალიან გაბრაზებული ვარ, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ უკეთესად თამაში გვმართებს", - განაცხადა მიუნხენელთა პოლონელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ორი
მატჩის ჯამში "ბაიერნი" "ლივერპულთან" 1:3 დამარცხდა და პირველად 8 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ვერ მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს არის გუნდის მაქსიმუმი. ბოლო 3 წელია, ერთი და იგივე მეორდება. გუნდში ცვლილებებია აშკარად საჭირო, მაგრამ ჰიონესის და რუმენიგეს აზრით აშკარად პირიქითაა. ამ ყველაფერს ეწირება ბაიერნის იმიჯი
:))))
15:00 14-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული