"მცველი ბურთს ამ დრომდე ეძებს" - ნახეთ ჩემპიონთა ლიგის "დღის გამორჩეული მომენტი" [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "ლიონის" მატჩში მომხდარი ეპიზოდი, როდესაც კატალონიელთა ფორვარდმა ლუის სუარესმა მეტოქის მცველი მარსელო გედეში ეფექტურად ჩამოიტოვა, სპორტული მედიის მხრიდან აქტიური განხილვის საგანი გახდა.

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა "ტვიტერმა" სუარესის ცრუმოძრაობას "დღის გამორჩეული მომენტი" (Skill of the day) უწოდა.

"ლუის სუარესმა გასაკეთებელი საქმე ბურთს ანდო და მარსელო ჩამოიტოვა", - წერს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი.

"ლუის სუარესმა მარსელო გედეში ისე გაანადგურა, რომ ბურთსაც არ შეხებია. ლუის, ნუ იქნები დაუნდობელი, მას ხომ მეუღლე და შვილები ჰყავს", - ასე აფასებს ეპიზოდს sportbible.com-ი.

"სუარესმა მარსელოს
კარიერა დაასრულა, მცველი "კამპ ნოუზე" ბურთს ამ დრომდე ეძებს", - წერს voetbal24.be.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლიონს" 5:1 სძლია.



მკითხველის კომენტარები / 7 /
ეზოს ფეხბურთში უარესები გაგვიკეთებია.მარა, მთავარია ჩლ-ზე "ლიონთან" გააკეთო ეგ ფინტი...
zaza
12:55 14-03-2019
0
მაგას ადრე მესხის ფინტი ერქვა... ბრაზილიელმა მცველმა თამაშის შემდეგ მესხზე თქვა, პირველად ვნახე ფეხბურთელი რომელიც პასს თავის თავს აძლევსო!
aburjga
12:27 14-03-2019
3

სიახლეები პოპულარული