ცნობილი გახდა, რომ ევროგრანდი კლუბები თავიანთი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის რეფორმირებას გეგმავენ.
"ტაიმსი" იტყობინება, რომ ევროპის კლუბების ასოციაცია (ECA) აპირებს უეფას ცვლილებები უკვე 2024 წლიდან შეატანინოს.
კერძოდ, შეთავაზებული ფორმატის მიხედვით, პლეი-ოფში გასული 32 გუნდიდან 22-ს გარანტირებული ექნება ამ ტურნირის შემდეგ გათამაშებაში მონაწილეობა.
მოკლედ, ეროვნული ჩემპიონატებიდან გუნდები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 8-ადგილიან კვოტას მიიღებენ.
ამის წინააღმდეგია პრემიერლიგა, რადგან ინგლისელებს მიაჩნიათ, რომ ამან შეიძლება ნეგატიური შედეგი გამოიღოს - ახლა მათი გუნდები ქვეყნის პირველობაზე პირველ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან, რათა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მიიღონ
მონაწილეობა და თუ ეს სტიმული არ ექნათ, მათი ჩემპიონატი გარკვეულწილად დაზარალდება.
ECA-ს ფორმატის გეგმა 8 4-გუნდიანი ჯგუფის ნაცვლად 4 8-გუნდიანი ჯგუფის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. გუნდები ჯგუფურ ეტაპზე 14 მატჩს ჩაატარებენ და შესაბამისად, მეტ ფულს გამოიმუშავებენ.
მოკლედ, ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგა რაგბის 6 ერის დარად ჩაკეტილი ტურნირი გახდეს.
ყოველ შემთხვევაში იდეა ცუდი არაა. ფეხბურთი დიდი ბიზნესია და პრაქტიკულად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 22 კლუბი იყვეს მუდმივად(თეორიულად და ლამის პრაქტიკულად ყველაზე ძლიერები არიან) და დანარჩენი ჩემპიონები 10 ადგილისათვის იბრძოლებენ.ჩაკეტილი სულაც არაა და რატომ ადარებს ავტორი ექვს ერს ვერ გამიგია. არ დაბლოკო იცოდე:)