ფილიპე კოუტინიომ მისთვის ჩემპიონთა ლიგის იდეალური ფინალი დაასახელა

AutoSharing Option
ფილიპე კოუტინიოს განცხადებით, "ბარსელონა"-"ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის იდეალური ფინალი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კენჭისყრის შედეგად ეს შეუძლებელია.

ბრაზილიელი ინგლისში ოთხშაბათს, 10 აპრილს დაბრუნდება და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშებს, ერთი დღით ადრე კი მისი ყოფილი გუნდი "პორტუს" დაუპირისპირდება.

ამ ორ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდება და განაგრძობს გზას მადრიდში გასამართი ფინალისკენ.

შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ 142 მილიონად ნაყიდი კოუტინიო და ლუის სუარესი "ენფილდზე" ნახევარფინალურ შეხვედრაში დაბრუნდნენ.

თუმცა კოუტინიო აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ყოფილ თანაგუნდელებს ფინალში შეხვედროდა.

"ვნახოთ, რა იქნება, წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის
"მანჩესტერთან".

მოხარული ვარ, რომ "ლივერპული" წარმატებით ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე, ისევე, როგორც ჩვენ. კლოპი შესანიშნავი მწვრთნელია და "ლივერპულის" ამ დონეზე აყვანა მხოლოდ დროის საკითხი იყო", - განაცხადა ბრაზილიელმა.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული