იურგენ კლოპი: ბედნიერები ვართ - 2:0 ძალიან კარგი შედეგია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" მოგებული მატჩი (2:0) "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შეაფასა.
"ჩვენ ბედნიერები ვართ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი შეხვედრაა. მეორე დაძაბული იქნება. თამაშს დროის უმეტეს ნაწილში ვაკონტროლებდით და ორი გოლი გავიტანეთ.

მეტოქეს ძალიან ბევრი სტანდარტულის შესრულების უფლება მივეცით. ვფიქრობ, მათ გოლების 40% სტანდარტულებიდან გააქვთ. მხოლოდ ერთი თუ ორი კონტრშეტევა განახორციელეს.

მეორე ტაიმში, პირველის მსგავსად, აქტიურად ვერ ვუტევდით, მაგრამ 2:0-ის გამო ფეხბურთელების კრიტიკის საფუძველი არა მაქვს - ძალიან კარგი შედეგია", - განაცხადა კლოპმა პრესკონფერენციაზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული