მასიმილიანო ალეგრი: გაშვებული გოლის შემდეგ ცოტა დავიბენით, მეტოქე კი დაიმუხტა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" ნამატჩევს კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა:

"დარწმუნებული ვიყავი, რომ რუგანი კარგად ითამაშებდა, რადგან იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ძალიან თავისებურად მოქმედებს, მხოლოდ ზოგიერთი ასპექტი აქვს დასახვეწი. არა მგონია, რომ გატანილი გოლის შემდეგ მოვეშვით, თუმცა საპასუხო გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავუშვით. ცოტა დავიბენით, მეტოქე კი დადებითად დაიმუხტა.

ამ შეხვედრაში უფრო ტექნიკური მოთამაშეები დავაყენე შემადგენლობაში, ვინაიდან პრესინგის ტექნიკურად უნაკლოდ შესრულება გვჭირდებოდა. აუცილებელი იყო იერიშების მოგერიება, მეტადრე, დე იონგის ნეიტრალიზება. სწორედ მისგან იწყება "აიაქსის" შეტევები.

რონალდომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ
სულ სხვა დონის ფეხბურთელია, მოძრაობითა და საგოლე ალღოთი სხვებისგან გამორჩეულია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული