ერნესტო ვალვერდე: მეტი მომენტი შევქმენით, ვიწვალეთ და მოვიგეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერის" 1:0 დამარცხება "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ასე შეაფასა:

"აქ ძალიან ძნელია თამაში, ძნელია მომენტების შექმნა. მომენტებში ვდომინირებდით, მეტი მომენტი შევქმენით. ვიწვალეთ და მოვიგეთ. ხვალ უფრო ნათლად აღვიქვამთ, რასაც მივაღწიეთ.
მოწინააღმდეგის შეცდომით ვისარგებლეთ და საწყისი 20 წუთი მის ნახევარზე გავატარეთ. მერე კი შემოგვიტიეს.

ბურთს ჩვენ უფრო ვაკონტროლებდით. შაბათსაც მოვახდენ შემადგენლობაში ცვლილებებს. რთულია მთელი სეზონი მაღალ დონეზე ასპარეზობა.

ორივე გუნდს თავისი სტილი აქვს და ორივე მეტოქისთვის მის თავს მოხვევას ცდილობდა. მესიმ ძლიერი დარტყმა მიიღო, ჰემატომა აქვს.
ხვალ ექიმები გასინჯავენ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული