კრის სმოლინგმა ლეო მესი კინაღამ დაასახიჩრა - მას სავარაუდოდ ცხვირის ტიხარი აქვს გაბზარული და თვალი დაზიანებული

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერის" მცველმა კრის სმოლინგმა იდაყვი ჩაარტყა სახეში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის, რომელსაც სისხლი წამოუვიდა და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა.

არგენტინელს ძალიან გაუსივდა ცხვირი და სუნთქვის პრობლემა შეექმნა, რის გამოც პირით სუნთქავდა. AS-ის ცნობით, ვარაუდობენ, რომ მას ცხვირის ტიხარი მსუბუქად აქვს გაბზარული. ამას გარდა, ლეოს ჰემატომა აქვს, თვალის გუგა დაუზიანდა და ეს მოედანზე სივრცის სრულად დანახვაში ხელს უშლიდა.

თუ დიაგნოზი დადასტურდა, მესის რამდენიმე დღე მოუწევს უქმობა და "უესკასთან" ვერ ითამაშებს, "მანჩესტერთან" საპასუხო შეხვედრისთვის კი მწყობრში იქნება.

"ბარსელონასა" და "მანჩესტერის" განმეორებითი მატჩი 16 აპრილს, "ნოუ კამპზე" ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ალბათ ეს მსაჯი "მსაჯად დაიბადა" და ფეხბურთი არასდროს უთამაშია. ასეთი განზრახ უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათია მისაცემი. სილქის კომენტატორებს ვუსურვებ ოდესმე აღმოჩდნენ ასეთ სიტუაციაში და ვინმემ იღადაოს მათზე, როგორც ეგენი ღადაობდნენ მესიზე.
მოქალაქე
20:18 11-04-2019
3
ესაა საბრალოთა ტაქტიკა.
eeffffw
16:11 11-04-2019
1

სიახლეები პოპულარული