მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემის მატჩს ცნობილი ჩაქირი განსჯის

AutoSharing Option
17 აპრილს "მანჩესტერ სიტისა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების საპასუხო შეხვედრა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღნიშნულ მატჩს, ჩიუნიეთ ჩაქირის მეთაურობით, თურქ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. ამ შეხვედრაში მას ორი თანამემამულე დაეხმარება - ბაჰატინ დურანი და ტარიკ ონგუნი. მეოთხე რეფერის როლს პორტუგალიელი მსაჯი არტურ დიაში შეასრულებს. ვიდეოდახმარებას მათ გაუწევენ იტალიელი სპეციალისტები - მასიმილიანო ირატი და მარკო გუიდა.

ჩაქირი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი მსაჯია. შეგახსენებთ, რომ სწორედ
ჩაქირიმ გააძევა ნანი მინდვრიდან სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე.

რაც შეეხება სხვა მეოთხედფინალურ დაპირისპირებას, რომელიც ამავე დღეს გაიმართება (რედ: საუბარია "ლივერპულისა" და "პორტუს" შეხვედრაზე), მას განსჯიან ჰოლანდიელი მსაჯები - დანი მაკელი, მარიო დიქსი და ჰესელ სტეგსტრა. მათ დაეხმარება ბერძენი რეფერი ტასოს სიდიროპულოსი. აღნიშნულ მსაჯთა ბრიგადას ვიდეოასისტენტობას ასევე ჰოლანდიელები - პოლ ვან ბუკელი და იოჰემ კამპჰუისი გაუწევენ.

altჩიუნიეთ ჩაქირი: გავა დრო და მსოფლიო მიხვდება, რომ მართალი ვიყავი

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

17 აპრილს მანჩესტერ სიტისა და ტოტენჰემს შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ორმატჩიანი დაპირსპირების პირველი შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას ჯუნეთ ჩაქირის მეთაურობით თურქ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. ამ შეხვედრაში მას ორი თანამემამულე - ბაჰატინ დურანი და ტარიკ ონგუნი დაეხმარებიან. მეოთხე რეფერის როლს პორტუგალიელი მსაჯი, არტურ დიაში შეასრულებს. ვიდეოდახმარებას მათ გაუწევენ იტალიელი სპეციალისტები - მასიმილიანო ირატი და მარკო გუიდა.
ჩაქირი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი მსაჯია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩაქირიმ გააგდო ნანი მინდვრიდან შოტლანდიელი ლეგენდის ბოლო მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე.
რაც შეეხება სხვა მეოთხედფინალურ დაპირისპირებას, რომელიც ამავე დღეს გაიმართება (საუბარია ლივერპულისა და პორტუს შეხვედრაზე), მას განსჯიან ჰოლანდიელი მსაჯები - დანი მაკელი, მარიო დიქსი და ჰესელ სტეგსტრა, მათ დაეხმარება ბერძენი რეფერი, ტასოს სიდიროპულოსი. აღნიშნულ მსაჯთა ბრიგადას ვიდეოასისტირებას ასევე ჰოლანდიელები - პოლ ვან ბუკელი და იოჰემ კამპჰუისი გაუწევენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული