"პირველი გოლის დროს გამიმართლა, მეორე გოლის დროს კი უფრო მეტად გამიმართლა"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხების შემდეგ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

ლიონელ მესიმ პირველ ტაიმში ორჯერ გაიტანა და თვითრწმენა შემატა კატალონიელებს ცუდად დაწყებული პირველი წუთების შემდეგ.

"ეს ძალიან სანახაობრივი იყო" - თქვა მესიმ მატჩის შემდეგ.

"კარგად გამოვაჩინეთ, თუ რას წარმოვადგენთ, მიუხედავად იმისა, რომ საწყის წუთებში ვნერვიულობდით. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, თუმცა შემდეგ კონტროლი დავიბრუნეთ."

მესიმ პირველი გოლი ეშლი იანგის შეცდომის შემდეგ გაიტანა, მეორე შემთხვევაში კი დავიდ დე ხეა დაეხმარა არგენტინელს.

"პირველი გოლის დროს გამიმართლა, მეორე გოლის დროს კი უფრო მეტად გამიმართლა"
- აღიარა მესიმ.

"თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ მივაღწიეთ ჩვენს მიზანს და გავედით ნახევარფინალში, რომელ ეტაპზეც დიდი ხანია არ გვითამაშია".

"ბარსელონას" კვლავ კარგი შანსები აქვს, მოიგოს სამივე ტურნირი, რომლებშიც მონაწილეობას იღებს, თუმცა მესი არ ჩქარობს და უახლოეს მატჩებზე ამახვილებს ყურადღებას.

"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ წინ. ახლა ლა ლიგის მატჩი გველის წინ და ამის შემდეგ ვიფიქრებთ ნახევარფინალზე" - განაცხადა მესიმ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "მანჩესტერი" "ბარსელონას" ტოლ-სწორი არაა - მესი შეუჩერებელია! [VIDEO]

 

altერნესტო ვალვერდე: ჩვენ გვაკრიტიკებენ და უნდა გვესმოდეს, როგორ გავძლოთ ამ სამყაროში

altოლე-გუნარ სოლსკიაერი: "ბარსელონა" ჩვენზე რამდენიმე თავით მაღლა დგას

altეშლი იანგი "ბარსელონასთან" მარცხზე: პირველი გოლი რომ გაგვეტანა...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლეო არ გინდა ეს თავდაბლობა, უბრალოდ ბურთს შენ, რომ ეხები პატარა შოუების მოწმეები ვხვდებით, ეს არის და ეს. ფანსტატიკური ფეხბურთელი ხარ.
ვაჟა
12:21 17-04-2019
0
სამაგალითო თავდაბლობა!
მერაბი
16:35 17-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული