"იუვენტუსი" იმდენად იყო დარწმუნებული ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, რომ გამარჯვებული გუნდის მაისურა წინასწარ დაამზადებინა.
ეს სურათი Footyheadlines-მა გამოაქვეყნა და როგორც ხედავთ, მაისურები სარეალიზაციოდაც მზად იყო.
მაისურაზე გამოსახულია მისი დამამზადებელი ფირმის ლოგო, "იუვეს" ემბლემა და წარწერაც ამშვენებს: "ევროპის 2019 წლის ჩემპიონი".
უცნობია, მაისურის რამდენი ეგზემპლარი დაამზადეს და რაში მოიხმარენ.
შეგახსენებთ, ან შეხსენება რაში გჭირდებათ, რომ "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან "აიაქსმა" გამოაგდო.