"აიაქსის" 19 წლის კაპიტანმა მატიას დე ლიხტმა ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემთან" მოგებული მატჩი (1:0) შემდეგნაირად შეაფასა.
"ფინალისკენ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა კარგ შედეგს მივაღწიეთ. მთავარია, გოლი არ გავუშვით.
სამწუხაროდ, დავიდ ნერესმა ბურთი ძელს გაარტყა, თორემ კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. მთლიანობაში კმაყოფილები ვართ.
თავიდანვე ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, ჰოლანდიაში კი "ტოტენჰემი" მეორეხარისხოვანი გუნდი ეგონათ, რომლის ბარიერსაც უპრობლემოდ გადავლახავდით
"ბაიერნს", "რეალს" და "იუვენტუსს" შევხვდით, საუკეთესოდ ვიასპარეზეთ. "ტოტენჰემიც" ძლიერი გუნდია. ბრძოლა მოგვიწია და ამოცანას თავი გავართვით", - განუცხადა დე ლიხტმა VoetbalPrimeur.nl-ს.