7 ნახევარფინალისტი, რომელსაც "აიაქსში" უთამაშია - ამსტერდამში იციან, როგორ გაზარდონ ვარსკვლავი

AutoSharing Option
"აიაქსი" ევროპის TOP-კლუბების ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელია. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის დანარჩენ სამ გუნდში ერთბაშად 7 ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც სხვადასხვა დროს ამსტერდამელთა ღირსება დაუცავთ.

ტობი ალდერვეირელდი (ტოტენჰემი)

"აიაქსში" 2003-13 წლებში თამაშობდა: 186 მატჩი, 15 გოლი

ალდერვეირელდი "აიაქსს" 15 წლის ასაკში ტომას ვერმაელენთან და იან ვერტონგენთან ერთად ბელგიური "ბეერსხოტიდან" შეუერთდა. ძირითად გუნდში 5 წელი გაატარა და "ატლეტიკოს" 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. სხვათა შორის, "ბეერსხოტში" ამჟამად ირაკლი ბუღრიძე თამაშობს.

Sportall.Ge

ტომას ვერმაელენი (ბარსელონა)

"აიაქსში" 2003-09 წლებში თამაშობდა: 143 მატჩი, 10 გოლი

ვერმაელენმა "აიაქსში" 6 წელი გაატარა. ის ამსტერდამის
დაცვის ლიდერი იყო, საიდანაც "არსენალში" 12 მილიონის სანაცვლოდ გადაბარგდა. ლონდონში ის გუნდის კაპიტანი გახდა, "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ კი, ძირითადად, დროს ლაზარეთსა და სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

Sportall.Ge

იან ვერტონგენი (ტოტენჰემი)

"აიაქსში" 2003-12 წლებში თამაშობდა: 220 მატჩი, 28 გოლი

იან ვერტონგენი, ისევე, როგორც "ტოტენჰემში", "აიაქსშიც" დაცვით დუეტს ტობი ალდერვეირელდთან ერთად ქმნიდა. დღეს ისინი პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო დაცვით წყვილს წარმოადგენენ.

ბელგიელი მცველი "ტოტენჰემს" 12.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

Sportall.Ge

იასპერ სილესენი (ბარსელონა)

"აიაქსში" 2011-16 წლებში თამაშობდა: 143 მატჩი, 119 გაშვებული გოლი

ჰოლანდიელმა მეკარემ "აიაქსში" სათადარიგო როლით დაიწყო და ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა, "ბარსელონაში" წასვლისას კი ზუსტად იცოდა, რომ სკამზე ჯდომა მოუწევდა. მიმდინარე სეზონში სილესენმა სამეფო თასზე, მადრიდის "რეალის" გარდა, ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჩემპიონთა ლიგაზე კი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ (1:1) ითამაშა. ის კატალონიურ კლუბს 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

Sportall.Ge

კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი)

"აიაქსში" 2009-13 წლებში თამაშობდა: 163 მატჩი, 65 გოლი

ამსტერდამული კლუბის სკაუტები მუდმივად აკვირდებიან სკანდინავიას. დანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ჯონ სტინ ოლსენია, რომელიც ახლახან 76 წლის გახდა და "აიაქსში" 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი დამსახურებით მოხვდა თავის დროზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰოლანდიურ გრანდში და მან აღმოაჩინა ერიქსენიც, რომელიც "ოდენსეში" თამაშობდა. კრისტიანი ერედივიზიონის ვარსკვლავი გახდა და ახლა პრემიერლიგაში ანათებს.

"ტოტენჰემს" თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი მხოლოდ 13.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

Sportall.Ge

ლუის სუარესი (ბარსელონა)

"აიაქსში" 2007-11 წლებში თამაშობდა: 159 მატჩი, 111 გოლი

ურუგვაელი "აიაქსის" აღზრდილი არ არის. ის ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იყო, როდესაც ამსტერდამელებმა "გრონინგემიდან" შეიძინეს. პირველ ევროპულ სეზონში სუარესს ბევრი ვერ გაჰქონდა, თუმცა "აიაქსში" გადასვლის შემდეგ ის ნამდვილ მონსტრად იქცა და 3.5 სეზონში 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

ახლა კი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მის კიდევ ერთ-ერთ ყოფილ კლუბს, "ლივერპულს" დაუპირისპირდება, რომელმაც სუარესი 2011 წელს 26.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

Sportall.Ge

დევინსონ სანჩესი (ტოტენჰემი)

"აიაქსში" 2016-17 წლებში თამაშობდა: 47 მატჩი, 7 გოლი

კოლუმბიელმა მცველმა ჰოლანდიურ კლუბში მხოლოდ 1 სრული სეზონი ჩაატარა, თუმცა პრემიერლიგურმა "ტოტენჰემმა" 40 მილიონ ევროდ შეიძინა - "აიაქსმა" მასში იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ვერმაელენში, ვერტონგენსა და ალდერვეირელდში ერთად. სანჩესი მხოლოდ 22 წლისაა და ძლიერ და პერსპექტიულ მცველად ითვლება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეიგი რა გამოდის ძველი აიაქსი [ტოტენჰემი] ხვდება ახალ აიაქს
vaso
22:23 06-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული