ლიონელ მესის სიმულაცია, რომელიც ნეიმარსაც კი შეშურდებოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველი მაისის ღამით "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში "ლივერპულს" 3:0 მოუგო.

"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ ორი გოლი გაიტანა და საკუთარ კლუბს საპასუხო მატჩის წინ სოლიდური უპირატესობის მიღებაში დაეხმარა.

განსაკუთრებით ლამაზი არგენტინელის მეორე გოლი გამოდგა - მესიმ დაახლოებით 25 მეტრიდან ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.

თუმცა მესი მხოლოდ გოლებით არ ყოფილა გამორჩეული. როგორც ჩანს, ნეიმართან ერთ გუნდში ყოფნამ მესიზეც მოახდინა გავლენა და მილნერის დაჯახებაზე იმდენჯერ გადატრიალდა, რომ თავად ნეიმარსაც შეშურდებოდა.

ამას დამატებული, არგენტინელმა ვარსკვლავმა მთავარ მსაჯს ჯეიმს მილნერის გაფრთხილებაც მოსთხოვა,
თუმცა ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი სიტუაციაში მარტივად გაერკვა და "ბარსელონას" მხოლოდ აუტი მოაწოდებინა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
Ra simulacia?saad dainaxe aq simulacia?jer kochebshi moxvda robertsonisgan pirveli kontaqtis dros,meore kontakti milnerisagan ki ragbis wesebitac akrdzalulia!simulaciao :DDD
Levani
02 მაისი 2019 11:20
5
რატომ იგონებ ბატონო ხვიჩა? რა სიმულაცია წაბორძიკებულ კაცზე ითამაშა მილნერმა და მოედნიდან მოისროლა. ამას ქვია განზრახ უხეშობა და ყვითელით ისჯება. აუტიც იმიტომ მოაწოდეს რომ ჯარიმამდე ბურთმა გადაკვეთა გვერდითი ხაზი თორემ ყვითელს ვერ გადაურჩებოდა მილნერი.
პ.ს ლივერპულს ვგულშემატკივრობ
BESO
02 მაისი 2019 11:09
5
საინტერესოა ალვტორმა სად დაინახა სიმულაცია.
ალბათ ლივერპულის ფანია, ან რეალის.
კარგად თუ დააკვირდებით ჯერ რობერტსონი დაეჯახა ფეხზე, ხელიც კი წაივლო მესიმ უბრალოდ არ წაიქცა.
შემდეგ მილნერი შეასკდა, იგივე ფეხზე დაეჯახა და წაიქცა.
რა ნახეთ აქ რამე განსაკუთრებული?

archil
02 მაისი 2019 10:56
5
ამაზე დიდ სისულელე სტატიას ვერ დაწერდი მეგობარო
ნიკოლოზი
02 მაისი 2019 10:41
4
გამო ერთი ტანკით დაგეტაკო ...ვნახოთ ეგებ ვინმეს შეშურდეს ....?!?!?!
Auee
02 მაისი 2019 10:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული