მიუხედავად "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში 0:1 დამარცხებისა, "ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო ფინალში გასვლის იმედს არ კარგავს.
"მესი "ლივერპულთან" შესანიშნავი იყო. თუ ჩემი ფეხბურთელები დაახლოებით მესის დარად ითამაშებენ, გამარჯვების ურიგო შანსი არ გვექნება.
ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მაგრად ვიბრძოლებთ; წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერიც არ გამოგვივა.
ჯერ "ბორნმუთთან" გვმართებს კარგად ასპარეზობა, შემდეგ კი - "აიაქსთან", - განუცხადა პოჩეტინომ Sky Sports-ს.