"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა გააკეთა.
"შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ოთხი გოლის გატანა გვჭირდება და მსოფლიოს ორი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ვერ დაგვხმარება. ეს ცხოვრებას აშკარად არ გვიიოლებს.
პირველი შეხვედრის 0:3 წაგების შემდეგ მძიმე სიტუაციაში ვართ. ეს ფეხბურთია, იმედი მაინც გვაქვს. თუ ფინალში გავედით, კარგი იქნება; თუ არადა, მოდით, ლამაზად გავვარდეთ.
"ბარსას" გასულ სეზონში "რომასთან" 1:4 წაგება? მათ გასვლაზე გოლი გაიტანეს, ჩვენ კი - ვერა. ეს ექვს დღეში ჩვენი მესამე მატჩი იქნება. მეტოქემ ლა ლიგაზე მთელი
ძირითადი შემადგენლობა დაასვენა.
95 წუთის და შეიძლება მეტის ბრძოლისთვის უნდა ვიყოთ მზად. როდესაც გოლები გაქვს გასატანი, დაცვაში ცოტა კონცენტრაციას კარგავ. მაგარი თამაში იქნება.
95 წუთის და შეიძლება მეტის ბრძოლისთვის უნდა ვიყოთ მზად. როდესაც გოლები გაქვს გასატანი, დაცვაში ცოტა კონცენტრაციას კარგავ. მაგარი თამაში იქნება.
მესის განეიტრალება ყოველთვის ძნელია. თუ გარისკავ, "ბარსელონა" დაგსჯის. იდეალურად ასპარეზობა გვმართებს.
პირველ შეხვედრასთან შედარებით რა უნდა შევცვალოთ? შედეგი", - განუცხადა კლოპმა BBC-ს.
პირველ შეხვედრასთან შედარებით რა უნდა შევცვალოთ? შედეგი", - განუცხადა კლოპმა BBC-ს.