ლივერპული VS ბარსელონა - რის იმედად არიან მერსისაიდელები?

AutoSharing Option
დღეს, 7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა "ლივერპულსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართება, სადაც 2018-19 წლების სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

წყვილში ფავორიტი რომ "ბარსელონაა", ამაზე აღარავინ დავობს. გარდა იმისა, რომ კატალონიელებს პირველ შეხვედრაში სოლიდური სხვაობით (3:0) აქვთ მოგებული, "ლივერპულს" მოახლოებულ მატჩში შეტევის ორი ლიდერი - მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო დააკლდება.

კატალონიელებს კი ლაზარეთში უსმან დემბელე ჰყავთ.

"კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში იურგენ კლოპის შეგირდებმა კარგი თამაში აჩვენეს, თუმცა ლიონელ მესის მაგიის წყალობით, "ბარსამ" დიდი ანგარიშით გამარჯვება მოახერხა.

გარდა ამისა, მეტოქისგან განსხვავებით, კატალონიელები მატჩს დასვენებულები ხვდებიან. "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონობა რამდენიმე ტურით ადრე გაიფორმა, გასულ უქმეებზე კი ერნესტო ვალვერდემ "სელტასთან" წაგებულ (0:2) მატჩში მოედანზე მეორე შემადგენლობა გამოიყვანა.

"ლივერპული" კი პრემიერლიგაში ჯერ კიდევ ჩემპიონობისთვის იბრძვის და სწორედ ამას შეეწირა გასულ ტურში მოჰამედ სალაჰი, რომელიც "ნიუკასლთან" მოგებულ (3:2) შეხვედრაში მეტოქე გუნდის მეკარეს თავით დაეჯახა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

ეს კლუბები აქამდე ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ და ამ კომპონენტში თანაფარდობა აქვთ. 9 შეხვედრიდან 3 "ლივერპულმა" მოიგო, 3 "ბარსელონამ" და 3 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება კი - 9:6.

"3:0 არ არის ის ანგარიში, რომელსაც მეორე მატჩის წინ ვისურვებდით. მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელთაგან ორი არ გვეყოლება, ჩვენ კი 4 გოლი გვაქვს გასატანი. ეს ცხოვრებას არ ამარტივებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოედანზე 11 მოთამაშით გავდივართ, უნდა ვცადოთ. მათ დასამარცხებლად უნაკლოები უნდა ვიყოთ", - განაცხადა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა.

"თუ გასულ კვირაში მიღწეულ შედეგზე ვიფიქრებთ, შეცდომა იქნება. უნდა ვითამაშოთ ისე, თითქოს ეს ფინალი იყოს. რთული მატჩი იქნება, რადგან ვიცით, რომ მათ უკან გულშემატკივრები იქნებიან. "ლივერპულს" სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. ისინი შემოგვიტევენ, მაგრამ საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ", - ეს უკვე ერნესტო ვალვერდეს სიტყვებია.

ფაქტები
  • "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგაზე "ენფილდზე" 13 მატჩია არ წაუგია.
  • პირველ მატჩში სახლში გამარჯვების შემდეგ "ბარსელონა" 42 შემთხვევიდან 38-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა.
  • მიმდინარე სეზონში პლეი-ოფის ეტაპზე "ბარსელონას" სტუმრად საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.

7 მაისი. ენფილდი
ლივერპული-ბარსელონა. 23:00
შემადგენლობები
ლივერპული(4-3-3): ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, მილნერი, ვეინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი, მანე, ორიჯი.
ბარსელონა(4-3-3): ტერ შტეგენი, სემედო, პიკე, ლენგლე, ალბა, სერხი რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი, სუარესი, მესი.
არ იქნებიან: ფირმინო, კეიტა, ლალანა, სალაჰი (ყველა ლივერპული), დემბელე, რაფინია (ორივე ბარსელონა).

მკითხველის კომენტარები / 16 /
Erti adgili moigo barselonam.

Dges tamashs igebs treneri, amas sanam ar mixvdebian grandebi manamde araperi eshvelebat.

Me piradad Milanis fani var 1990 clidan da 8 celi milani ligaze scored amitom ver gadis ro treneri ar moyavt.

Vulocav klops. Misi karieris zenitia aseti susti Liverpulit amxela shedegis dadeba.

Bravo!!!!
American
01:01 08-05-2019
0
მოიგებს ბარსელონა და მესიც გაიტანს 6001 გოლს
ანდრია
17:59 07-05-2019
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული