ჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

AutoSharing Option
"ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში განადგურების (0:4) შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ გაოგნებული გახლდათ.

"არ მინდა, ცხელ გულზე ვილაპარაკო. ემოციები უნდა დაცხრეს. ეს ძნელი ასახსნელია. წინ ესპანეთის თასის ფინალი გვაქვს. ამას შიგნით, კლუბში განვიხილავთ და მოვიფიქრებთ, რა ვქნათ.

მეოთხე გოლს ვერ ავხსნი. არ ვიცი. მწვრთნელს და ფეხბურთელებს არ გავსაუბრებივარ.

რას მოვიმოქმედებთ? ახლა აღშფოთებულნი ვართ. დამშვიდება გვმართებს. ხვალ დღევანდელ მარცხს განვიხილავთ", - განუცხადა ბარტომეუმ "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა ძნელი ახსნა მაგას უნდა :თამაში გაყიდე შე უნა მუსო და ვითომ არაფერი მომხდარა.ამდენა ხალხი კი ბოლდება და ნერვიულობს.ნახეთ ვისაც არ გეზარებათ რამდენი ქონდა ლივრპულს და ტოტენჰემს გასვლაზე კოეფიციენტები!იქნებ მერე მაინც აგეხილოთ თვალები რა ხდება ამ სფეროში...
არა ბრიყვი
18:14 09-05-2019
0
რა საცოდავები ხართ ბარსას მტრებო. მაგ ბინძურ ენებს როგორ იქავებთ? არა? გიხარიათ? მეზიზღება თქვენნაირი ჭორიკნები.
nodari
12:55 09-05-2019
0

სიახლეები პოპულარული