ჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასა" და "ლივერპულის" პირველი მატჩის შემდეგ თქვა, რომ მერსისაიდულ გუნდს ფინალში გასვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა, განმეორებითი შეხვედრის შემდეგ კი აღიარა, რომ არასწორი პროგნოზი გააკეთა.

"დიახ, ვთქვი, რომ ეს შეუძლებელი იყო და მიზეზებსაც ვხედავდი. ამას აშკარად არ ველოდი.

ამ ქამბექს ერთადერთი სახელი ჰქვია - იურგენი. ეს ტაქტიკასთან და თამაშის ფილოსოფიასთან არაა დაკავშირებული. ეს მწვრთნელის სულის და გულის დამსახურებაა, მებრძოლი სულისკვეთებისა, რაც ფეხბურთელებს გადასცა.

"წითლები" თავიანთი შესანიშნავი სეზონის უტიტულოდ დასრულებასთან ახლოს იყვნენ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის
მოგებას ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.

იურგენმა ეს დაიმსახურა. მისი ამ გუნდში მუშაობა შესანიშნავია", - განაცხადა მოურინიომ beIN SPORTS-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაზე მთავარი არ დაგიწერიათ! როდესაც თავისი შეცდომა აღიარა, ამის შემდეგ ასე თქვა მაურინიომ: "ამიერიდან მე უკვე აღარ ვარ განსაკუთრებული"-ო
Fani
18:07 08-05-2019
1
Maurinios rom es gaeketebia dzegls daidgamda.
Kote
13:34 08-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული