ჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასა" და "ლივერპულის" პირველი მატჩის შემდეგ თქვა, რომ მერსისაიდულ გუნდს ფინალში გასვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა, განმეორებითი შეხვედრის შემდეგ კი აღიარა, რომ არასწორი პროგნოზი გააკეთა.

"დიახ, ვთქვი, რომ ეს შეუძლებელი იყო და მიზეზებსაც ვხედავდი. ამას აშკარად არ ველოდი.

ამ ქამბექს ერთადერთი სახელი ჰქვია - იურგენი. ეს ტაქტიკასთან და თამაშის ფილოსოფიასთან არაა დაკავშირებული. ეს მწვრთნელის სულის და გულის დამსახურებაა, მებრძოლი სულისკვეთებისა, რაც ფეხბურთელებს გადასცა.

"წითლები" თავიანთი შესანიშნავი სეზონის უტიტულოდ დასრულებასთან ახლოს იყვნენ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის
მოგებას ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.

იურგენმა ეს დაიმსახურა. მისი ამ გუნდში მუშაობა შესანიშნავია", - განაცხადა მოურინიომ beIN SPORTS-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტიპი ბოღმიანი ოთარაანთ ქვრივია, პილპილმოყრილი შექება გაუშვა :D მწვრთნელი ვერაფერი, ემოციურად დამუხტა უბრალოდო :D
შეტევა
07:43 08-05-2019
11
უმაგრესი და ღირსეული კომენტარია თანაც თავის ერთერთ მთავარ კონკურენტზე. შეცდომების აღიარება მარტო დიდ ადამიანებს შეუძლიათ.
ყოჩაღ ჟოზე
07:11 08-05-2019
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული