ლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში "ლივერპულთან" მარცხის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ მიმართ ნასროლ ტყვიებს მკერდი უნდა შევუშვიროთ. მთელმა გუნდმა კრიტიკულად უნდა შეხედოს მომხდარს, მაგრამ ყველაზე მთავარია, პატიება გულშემატკივრებს, ოჯახის წევრებსა და შვილებს ვთხოვოთ. ეს ჩვენი დამოკიდებულების გამო მოხდა.

ჩვენ ერთი და იგივე შეცდომა ზედიზედ ორჯერ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ზრდასრულები ვართ და საკუთარ თავს კრიტიკულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ გამამართლებელი საბუთი არ გვაქვს" - გადმოსცემს ურუგვაელის სიტყვებს Mundo Deportivo.

"ბარსელონამ" პირველ შეხვედრაში გამარჯვების (3:0) შემდეგ გასვლაზე 0:4
წააგო და მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ფინალში "ლივერპული" ითამაშებს.

ინგლისელების მეტოქე დღეს საღამოს, ამსტერდამში გამართულ შეხვედრაში გაირკვევა, სადაც ერთმანეთს "აიაქსი" და "ტოტენჰემი" შეხვდებიან. შეგახსენებთ, ამსტერდამელებმა ლონდონში 1:0 გაიმარჯვეს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
სიმართლე გითხრათ არცერთის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ფაქტია თანამედროვე ფეხბურთი კარგად ორგანიზებულ შოუს დაემსგავსა, სადაც დიდი ფული ტრიალებს. ამ ბოლო პერიოდში იმდენი წარმოუდგენელი ქამბექი ვიხილეთ, რაც საფეხბურთო სამყაროს არ ახსოვს(ამ დონის მატჩებს ვგულისხმობ) ასე ვთქვათ ზედმეტად სისტემატიური ხასიათი მიიღო, რაც ნამდვილად კითხვის ნიშნებს ბადებს. პასუხი და არგუმენტი კი ერთია, "ფეხბურთში ყველაფერი ხდება, რადგან ბურთი მრგვალია" ერთი ქართველებისთვის არ დამრგავალებულა ჯერ. საქმე ისე მიდის მალე UEFA-ს და მის დამქაშებს ოსკარს გადასცემენ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.
nick
08 მაისი 2019 15:17
4
სიტყვის კაცი ყოფილა: თქვა არ ვიზეიმებ "ენფილდზე" გატანილ გოლ(ებ)ს და არც იზეიმა.
გუგა
08 მაისი 2019 14:37
4
სასაცილოა, თუმცა ალბათ უფრო სატირალია. ასეძთი გაგების ხალხი ღუპავს ბარსელონას, თუმცა ხელი ამაზე არ მიუწვდებათ, მაგრამ საქართველოს ნამდვილად.
კაცი ლიდერია და ვერც გუნდების (ნაკრები, ბარსელონა) კონცენტრაციას და მით უმეტეს წარძღოლას ვერ ახერხებს. ჯობია კოლექტივიზმზე გააკეთონ აქცენტი/
გია
08 მაისი 2019 14:28
1
შეიგნეთ ბარსას ფანებო მესის ამაზე მეტი არ შეუძლია და თუ გინდა შეეკითხეთ.
kaxelo
08 მაისი 2019 13:59
5
ნაკოლკების დახატვას, გევარჯიშა ჯობდა...
Tengo
08 მაისი 2019 13:02
2
თენგო შენ გკითხოს არა? სუარესმა ნაკოლკა გაიკეთოს თუ არა? ყველამ თქვენს ნაკოლკებს მიხედეთ ჯობია.
nugzari
08 მაისი 2019 13:20
2
ბარსას ვუსურვებ მალე გამოვიდეს ამ საზიზღარ მდგომარეობიდან. არა უშავს ყველაფერი ხდება ფეხბურთში. მიყვარხარ ბარსა და ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ჭირსა და ლხინში. წამოვა ეხლა კრიტიკების წვიმა ჩასაფრებულებებიდან, მაგრამ მე პირადად ესეთების კრიტიკას ერთ ყურში ვუშვებ და მეორეში გამოვუშვებ იმიტომ, რომ ასეთების აზრს ჩემთვის ნოლის ფასი აქვს. მესი თავი ასწიე! შენ არავის ვალი არ გაქვს, ჩვენ გვაქვს შენი ვალი შენი ლამაზი თამაშის გამო, რომლისგანაც სიამოვნებას ვიღებთ.
გია1
08 მაისი 2019 12:53
3
Baggio- მერე იტირე ვინ გიშლის. ალბათ მაგარი მტირალა იქნები.
ვაჟა
08 მაისი 2019 13:34
1
Ar amatiro
Baggio
08 მაისი 2019 13:14
2
შე გოიმო, აბა რა გეგონათ შენ და კოუტინიოს, ამ ზღაპრიდან ბარსაში რომ გაიქეცით, მაგრამ მაინც მევასები და ასეთ დიდ კლუბთან გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა.ნეტა გვეღირსება ასეთ ატმოსფეროში მოხვედრა? იმედია ბელარუსთან მოვიგებთ და ევროპაზე გავალთ, ღირსია ქართველი გულშემატკივარი ასეთი საღამოსთვის. მეამაყება ლივეს გულშემატკივარი რომ ვარ. გაიხარეტ ბიჭებოოოოოოოოოო
LIVERPOOL
08 მაისი 2019 10:46
4
ლივერპულო-ო კოუტინიო იმიტომ წამოვიდა ლივერპულიდან, რომ ეგ გუნდი ზღაპარი ეგონა და, რომ მიხვდა სადაც იყო გამოიქცა მაქედან. ბარსაში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნება ზღაპარია. რაც შეეხება ამ წაგებას, ერთი მიბრძანე რომელი გუნდია დაზღვეული წაგებისგან? შემდეგში ლივერპულსაც დაცდება ფეხი, იმედია!
სიმართლე
08 მაისი 2019 13:42
2
სად ყოფილა საფეხბურთო ტაძარი ნოუკამპზე თუ ენფილდზე? ლივეს ფანი ვარ მაგრამ არანაკლებ ბარსელონასი ლივემ წელს რაიმე რო არ მოიგოს ძაან შემეცოდება და ბარსას კიდე დასამშვიდებლად ლა ლიგა და ლიგის თასი აყვენ წინ .სუარესმა კი მოიგო ბარსაში ტიტულები ევრო სარბიელზე მაგრამ კოუტინიოს უნამუსობა და შუა სეზონში გაქცება უნდა ამოდინდეს ცხვირში
დიმა ცაგარეიშვილი
08 მაისი 2019 10:20
2
და "აიაქსი"-ს ლამაზი ფეხბურთი სად ნახე. ალბათ, "ცხინვალთან" შედარებით.
ABN-AMRO-ს
08 მაისი 2019 16:58
0
მიუხედავად იმისა,რომ ბარსას უფრო ვგულშემატკივრობ ვიდრე ლივერპულს იმსახურებდა ლივერპული ფინალს.თუმცა აქ გენომ დაწერა აიაქსთან,რომ წააგოს არ მეწყინებაო და ამდენმა ხალხმა დისლაიქი მიეცით.ვერ ვხვდები რატომაა ამდენი ხალხი გამწარებული აიაქსზე?გუნდი რომელიც ყველაზე ლამაზ სანახაობას სთავაზობს მაყურებელს,როგორ შეიძლება დისლაიქი მისცე.ფეხბურთი გიყვარდეს და აიაქსი არ მოქწონდეს ჩემთვის გაუგებარია.მაგარი ფინალი გველოდება თუ აიაქსი ფინალში გავა.
ABN-AMRO
08 მაისი 2019 12:32
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული