ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: საოცრება! "აიაქსი"-მოურა 2:3 და "ტოტენჰემი" ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ტოტენჰემმა" გასვლაზე 3:2 მოუგო "აიაქსს" და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ფინალში გავიდა.

ვერაფერს იტყვი, მართლაც ჩინებული ნახევარფინალები ვიხილეთ, რამეთუ ეს თამაშთა თამაშები და მისი უდიდებულესობა ფეხბურთის უმაღლეს დონეზე წარმოჩინება გახლდათ!

"ტოტენჰემი" სახლში 0:1 დამარცხების შემდეგ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერია მოსალოდნელი, რაც "ლივერპულისა" და "ბარსელონას" შეხვედრამაც დაადასტურა. "დეზების" მენეჯერმა პოჩეტინომ იხუმრა, თუ სასწაული მოხდა და ტურნირი მოვიგეთ, პენსიაზე გასვლა შემეძლებაო.

მოთელვაზე ტრავმა მიიღო "აიაქსის" ნახევარმცველმა ნერესმა და მწვრთნელმა ტენ ჰაგმა
სასტარტოში მის ნაცვლად დოლბერგი დააყენა. მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და დე ლიხტმა ნაკუთხურალ ბურთს ლორისის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

"ტოტენჰემი" პირველი ტაიმის შუაწელში გამოერკვა, ორჯერ სახიფათო იერიშიც მიიტანა ონანას კარზე, მაგრამ სონმა ბურთი ძელს გაარტყა, ერიკსენის დარტყმული ბურთი კი გოლკიპერმა აიღო.

ამსტერდამულმა გუნდმა კი საპასუხოდ შეუტია. ტადიჩმა მახვილი კუთხიდან ვერ უწია მიზანს, სამაგიეროდ, მომდევნო ეპიზოდში ზიეშმა დალაშქრა ლონდონელთა კარი და შეხვედრის ბედი თითქოს გადაწყდა. მხოლოდ თითქოს.

ცნობისათვის, აქამდე ამ ტურნირზე პირველი გოლის გატანის შემდეგ "აიაქსი" არასოდეს არ დამარცხებულა.

მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" აქტიურად დაიწყო. ალის ახლო მანძილიდან გოლის გატანა ონანამ არ დაანება, თუმცა მერე ორი გოლი გაუშვა - მოურამ დუბლი შეასრულა, 2:2 და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო და "აიაქსმა" უკან არ დაიხია, მეტოქის ნახევარზე აიწია და ორჯერ ახლოს იყო კვლავ დაწინაურებასთან - ჯერ ვერტონგენმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო შემდეგ ზიეშმა ბურთი ძელს გაარტყა.

ბოლოს "დეზები" მაინც გადავიდნენ შტურმზე და ლორენტემ ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო ლუკას მოურამ 96-ე წუთზე ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

* * *
1-ელ ივნისს ფინალში "ლივერპული" და "ტოტენჰემი" მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეხვდებიან. ეს ისტორიაში მეორე და 2008 წლის შემდეგ პირველი ინგლისური ფინალია - მაშინ "მანჩესტერმა" "ჩელსის" სძლია (1:1, პენ 6:5).

"ტოტენჰემი" პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (რაც ტურნირს სახელი გადაერქვა და ფორმატი შეიცვალა), სადაც 4 ინგლისურ გუნდს უასპარეზია: "არსენალს", "ჩელსის", "ლივერპულს" და "მანჩესტერს".

"ტოტენჰემი" უკანასკნელი 20 წლის შემდეგ პირველი გუნდია, რომელიც ნახევარფინალში 0:2 მარცხდებოდა და საბოლოოდ გაიმარჯვა. მაშინ ეს "მანჩესტერმა" "იუვენტუსთან" მოახერხა (3:2), ფინალში კი "ბაიერნს" 2:1 სძლია.

ლონდონი პირველი ქალაქია, რომლის 3 გუნდი ფინალში გავიდა.

ლუკას მოურა ტურნირის ისტორიაში ნახევარფინალში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი მეხუთე ფეხბურთელია.

19 წლის დე ლიხტი ასაკით ახალგაზრდებს შორის მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში გოლი გაიტანა. მასზე ახალგაზრდები გოლის გატანის მომენტში ნორდინ ვოტერი (აიაქსი, 1996), ობაფემი მარტენსი (ინტერი, 2003) და კილიან მბაპე (მონაკო, 2017) იყვნენ.

დეილი ბლინდმა ტურნირზე "აიაქსის" შემადგენლობაში 26-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით თავის მამას, დენი ბლინდს დაეწია, რომელიც ამსტერდამულ გუნდში 1986-99 წლებში თამაშობდა და 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 53 285 მაყურებელი
აიაქსი - ტოტენჰემი 2:3
გოლები: 1:0 დე ლიხტი (5), 2:0 ზიეში (35), 2:1 მოურა (56), 2:2 მოურა (59), 2:3 მოურა (90+6)

აიაქსი: ონანა, მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ვან დე ბეკი (მაგალიანი 90), დე იონგი, შონე (ველტმანი 62), ზიეში, ტადიჩი, დოლბერგი (სინკგრავენი 67), ტალიაფიკო

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი (ლამელა 81), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ვანიამა (ლორენტე 46), სისოკო, როუზი (დევისი 83), ერიკსენი, ალი, მოურა, სონი

მკითხველის კომენტარები / 32 /
კაკულია არა ვარ, მაგრამ ვინც კატეგორიულად უარყოფთ ჩაწყობებს, ერთი თამაში მაინც გამახსენეთ ისეთი, რომელიც ჩაწყობილი იყო და თქვენ ეს გამოიცანით მანამ, სანამ გამოძიებამდე არ მივიდა საქმე. ჩაწყობაც ეგაა, რომ ვერ მიხვდეს ამას მაყურებელი, სულაც არ ვამტკიცებ, რომ ეს ორი თამაში ჩაწყობილი იყო, უბრალოდ რომელიმე ვერსიის კატეგორიულად მტკიცება არა მგონია სწორი იყოს.
10 მაისი 2019 14:52
1
ჩაწყობის რა მოგახსენოთ,მაგრამ ტოტალიზატორები მარხავენ ფეხბურთს,განსაკუთრებით საქართველოში და განსაკუთრებით დაბალ ლიგებში,ფეხბურთი ტოტალიზატორების გარეშე უფრო უკეთესი იქნება.
ზასტაველი
09 მაისი 2019 19:51
1
რა უცნაური ხალხი ხართ რა ჩაწყიბა რის ჩაწყიბა თამაშებს მაინც არ უყურეთ სად დაინახეთ ჩაწყობა ან თუ დაინახეთ რო ბარსამ ან აიაქსმა თამაში ჩააწყო რაღატო გულშემატკივრობთ გამყიდველ გუნდს ლოგიკასთან ახლის მიდით ცოტა
ბათუ
09 მაისი 2019 17:52
6
თამაშის დამთავრებამდე 30 წამით ადრე როცა მეკარეს აქვს ბურთი, ძალიან უნდა მოინდომო რომ მოწინააღმდეგემ მოახერხოს შეტევა. გამოუცდელობა იყო ეს ალბათ და ძალიან დასანანია.
???
09 მაისი 2019 14:52
2
ამდენი ხნის განმავლობაში პირველად არ ვაპირებ ლიგის ფინალის ყურებას. პრემიერ ლიგა არ მაინტერესებს
Grisha
09 მაისი 2019 14:44
7
თუ არ მოგწონთ ფეხბურთი საერთოდ ნუ უყურებთ! ტოტალიზატორში თუ წააგეთ ეგ ჩაწყობების კიარა თქვენი არასწორი პროგნოზის ბრალია...მე ბარსელონას ფანი ვარ, წააგო გუნდმა,გავმწარდი მაგრამ რავქნა ეს არის ფეხბურთი და რეალობას დროა თვალი გავუსწოროთ.ნუ წაიღეთ ტვინი უაზრო კომენტარებით თუ ფეხბურთი აღარ არის საინტერესო თქვენი პეპლებია და სულელურ თეორიებს მოეშვით
კარგით რა
09 მაისი 2019 13:32
6
ჩემი სათქმელი თქვი.გაიხარე.
დავით 67
09 მაისი 2019 16:30
0
კლასით აჯობა ტოტენჰემა მაინც. ინგლისის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსანი გუნდი აშკარად ჯობია ჰოლანდის ერდივიზიონის ლიდერს. ძლიერებს უმართლებთ.
გოგა
09 მაისი 2019 13:09
3
გულით მინდოდა ფინალშიც მენახა ის ლაღი,ლამაზი ფეხბურთი რაც აიაქსმა გვიჩვენა.მგონია რომ ერიკ ტენ ჰეგის ფილოსოფია შესასწავლია და სხვა მწვრთნელებმაც უნდა გამოიყენონ.იმედია გვარდიოლას მოსაბეზრებელი ტიკიტაკი ისტორიას ჩაბარდება და ამ მიმართულებით წავა.
ბრავო
09 მაისი 2019 12:36
2
მოურა ყიფულა კაცი :)
ეს რომ მესის ექნა საქართველოში რევოლუცია დაიწყებოდა და მესის დანისნავდენე პრემიერ მინისტრად ქართველი ფანები :)
margveli
09 მაისი 2019 12:27
2
ბიჭო მესი, რომ არ ახსენოთ მოკვდებით? დაანებეთ თავი შენნაირების სახსენებელი არ არის! ვენაცვალე მესის!
SeeSviT mesis
09 მაისი 2019 14:37
2
აქ იწერება ჩაწყობილი თამშებიო ასეთი სკეპტიკოსები როგორ უნდა იყოთ ეს ქართველების ფენომენია ხომ.....ასეთი სასწაულები დაგეგმილია ხო ჩაწყობილია არ რატომააა ჩაწყობილი რადგან თქვენმა საყვარელმა კლუბმა წარმატებას ვერ მიაღწია ამიტომ....სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს... რეალის ფანი ვარ მაგრამ ნახეთ რა მოუვიდა დამსახურებულად გავარდა დავიწყო ჩაწყობილი იყოთქო ...იქნებ მსოფლიო ჩემპიონატზეც თქვათ ჩაწყობილი იყოვო სასაცილოა მართლა...ასეთი ჩემპიონთა ლიგა მე არ მახსოვს კარგით რა მორჩით ყველაფერს ეჭვის თვალით ყურებას და დატკბით ფეხბურთით... ლუკას მაურა ლოცულობა მაშინ ზუსტად როცა სასწაული თუ იხსნიდა ტოტენჰემს მას სჯეროდა სასწაულის სწამდა და მოახდინა კიდევაც.. ასეთ რამეზე როგორ უნდა თქვა ჩაწყობილი იყოვო პირადად მე არც ლივერპულს ვქომაგობ არც ტოტენჰემს მაგრამ მათ დაიმსახურეს სადაც არიან ახლა100%ით...
აკაკი
09 მაისი 2019 11:48
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული