პრიმერას პრეზიდენტი: ეს ჩემპიონთა ლიგა აღარ იქნება - იქ ერთი და იგივე 32 გუნდი ითამაშებს

AutoSharing Option
პრიმერას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ჩემპიონთა ლიგის ფორმატის შეცვლის წინააღმდეგია და ამას ასე აყალიბებს.

"მე ამ პროექტის გამო ვნერვიულობ, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება. ისინი ჩემპიონთა ლიგის რეფორმაზე საუბრობენ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ტურნირი იქნება. მასში ყოველი ლიგიდან 4 ან ნაკლები გუნდი აღარ მიიღებს მონაწილეობას. ისინი ისე გააკეთებენ, რომ ყოველთვის ერთი და იგივე 32 გუნდი ითამაშებს.

ევროპაში 10 კლუბი დომინირებს და მათ შორის "ბარსელონა" და "რეალია". დანარჩენების დონე უფრო დაბალია. უეფა სუპერლიგას ვერ შექმნის და ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ, რომ ამის გაკეთება
შეუძლებელია. ამ სტრატეგიაზე ვმუშაობთ და ამის გაკეთება პოლიტიკოსებსაც მოუწევთ.

ფული ყველა კლუბზე ნაკლებად გადანაწილდება. მთელ თანხას ჩემპიონთა ლიგის გუნდები მიიღებენ. რამდენიმე წელიწადში ფინანსური სხვაობა კლუბებს შორის უზარმაზარი გახდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფეხბურთელთა ხელფასები შემცირდება", - ციტირებს ტებასს AS-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საერთოდ გააუქმონ ბარემ ეროვნული ჩემპიონატები , აბა რა მნუშვნელობა აქვს თუ ჩემპიონი ვერ გავხდები , ოთხეულში შევალ თუ არა . ეს პროექტი ეტყობა მანჩესტერის მოფიქრებულია , აბა ფერგის მემკვიდრეს ვერადა ვერ მიაგნეს და სხვანაიად ვეღარ ხვდებიან ლიგაზე . ამათაც ექვს ერს მიბაძეს .
ATP 17
16:07 14-05-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული