ლეო მესი: ბოდიში, რომ "ლივერპულთან" არ ვიბრძოლეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე არ ფიქრობს. გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით მის ერთ ფრაზას.

"ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ ლივერპულში არ ვიბრძოლეთ და არა იმის გამო, რომ ვერ გავიმარჯვეთ.

ეს ყველასთვის ძლიერი დარტყმა იყო, მით უმეტეს იგრძნობოდა, როდესაც უნდა გავსულიყავით და შემდეგ მატჩში გვეთამაშა.

მინდა, ვალვერდემ მუშაობა გააგრძელოს. შეიძლება მოგწონთ ან არ მოგწონთ ჩვენი თამაში, მაგრამ გასულ სეზონში დუბლი შევასრულეთ და ამის გაკეთება ახლაც შეგვიძლია. დამნაშავე ის კი
არა ფეხბურთელები ვართ. ვიცოდით, შეიძლებოდა იგივე მომხდარიყო (რომასთან წაგება იგულისხმა - რედ.) და ეს მოხდა.

კარგით, ეს რომ ერთხელ მომხდარიყო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ მოხდა... ეს დაუშვებელია. შესაძლოა, ამაში რაღაც მისტიკურია.

მართალი გითხრათ, "ოქროს ბურთზე" არ ვფიქრობ. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით იქიდან, რაც ლივერპულში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთ მდგომარეობაში ვარ. ამიტომ პირად ჯილდოებზე არ ვფიქრობ.

თავს უკეთ ვგრძნობ. საზარდულის პრობლემები იანვრიდან მქონდა. თუმცა, მიუხედავად ძლიერი ტკივილებისა, ყველაფერს ვაკონტროლებდი. ახლა 100%-ით მზად ვარ.

მშვიდად ვართ და ფინალისთვის ჩვეულებრივდ ვემზადებით. ამ ტურნირზე კარგი თამაშები გვქონდა და ეს დასაფასებელია.

გრიზმანის ჩვენს გუნდში შესაძლო გადმოსვლა? ამაზე ჩემს აზრს ვერ გეტყვით", - ციტირებს მესის "მუნდო დეპორტივო".

altკილიან მბაპე: მერე რა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა - "ოქროს ბურთი" მესის ეკუთვნის

altლეო მესი მეექვსედ გახდა პრიმერას ბომბარდირი და ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა

altჟოზე მოურინიო: ეჭვი მეპარება, მესიმ "ოქროს ბურთი" მიიღოს

altფრენკი დე იონგს მისმა საფეხბურთო კერპმა, მესიმ დაურეკა და "ბარსელონაში" გადასვლაზე დაითანხმა

altსერხიო აგუერო: ის დამაბრალეს, რაც არ მითქვამს - "ოქროს ბურთი" მხოლოდ მესის უნდა გადაეცეს

მკითხველის კომენტარები / 35 /
მარტივად ვიტყვი. რონალდოს ათამაშებს გუნდი, მესი კი გუნდს ათამაშებს მთლიანად. მესი არის შემქმნელი და პლიუს შემსრულებელი, რონალდო კი შემსრულებელი მხოლოდ. მოკლედ იმდენად მაღლა დგას მესი რონალდოზე, რომ სიტყვა შედარებაც კი შეურაწყოფაა მთლიანად ფეხბურთისთვის.
ფეხბურთი
25 მაისი 2019 17:30
7
კლავიატურის ლომო..ეკრაკნს უკან კაცი ქვია ხომ,,გაქ ერტი ადგილი რომ დაწერო ვინ ხარ,,
?-s
25 მაისი 2019 17:01
0
ასეთებს უნდა გაუტარო ძმა."ელაპარაკე რეგვენსა, ურახუნე კედელსაო" ნათქვამია.
Sg
26 მაისი 2019 00:59
0
ყველამ ეგ პირები გამოირეცხეთ, როცა მესის აკრიტიკებთ! შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ პროფესორებო, რომ ყველაზე ძალიან ლეოს უნდოდა გამარჯვება! რა ქნას ერთმა მესიმ, როცა თანაგუნდელები არ უბავენ მხარს თამაშის დროს. მართლა უკვე შეჭამეთ ტვინი ყველამ, ერთი ფეხი დაუცდება მესის და ყვავებივით დასჩხავით, ვინ ხართ ბოლოსდაბოლოს, გეყოთ! შევარცხვინე თქვენნაირი ვაი "ქომაგები". აბა ამ კომენტარის მერე მოიქავეთ ეგ გრძელი ენები, ვაი პროფესორებო. წადით და ეგ თქვენი თავები აკრიტიკეთ სანამ არ მოგბეზრდებათ.
????
25 მაისი 2019 09:27
6
ზედიზედ ორჯერ თითქმის მოპოვებული მომდევნო წრის საგზურის დაკარგვის შემდეგ თავმოყვარე მწვრთნელი თავისით უნდა მიდიოდეს, თუმცა შესაძლოა ვალვერდე მაინც გაუშვან, უბრალოდ გაშვებასაც თავისი ფორმა აქვს, აცლიან თასის ფინალს მაინც. ჩავიმ სწორი თქვა ბარსა მხოლოდ მაშინ მოიგებს ლიგას, როცა მოედანზე დომინანტი გუნდი გახდება, როგირც ეს იყო: რაიკაარდის, გვარდიოლას და თუნდაც ლუის ენრიკეს დროს (ბოლო წელს არ ვგულისხმობ). მოკლედ ბარსამ ჯერ თავისი სათამაშო სტილი უნდა დაიბრუნის და მერე უნდა იფიქროს ლიგის მოგებაზე.
barca
25 მაისი 2019 19:33
0
Arc bichuna var da arc brma, ronaldo mesis ro girchevnia an reali qomagi xar an diletanti da usamartlo, mixatuli gaq tvalebi? Ra tablo ris tablo, daje mcire upiratesoba tablozec ki mesis aq
Roma grcxvenodes!
25 მაისი 2019 13:06
6
ვაღიარებ რომ მესის განსაკუთრებული ტეხნიკა აქვს და რონალდოს ამ კომპონენტში ჯობს.კრიშტიანო თავით უკეთესად თამაშობს.მაგრამ მთავარი ის არის რომ მესი 4 წელია ყველაზე მნიშვნელოვან თამაშებს ვერ თამაშობს ვერც ბარსაში,ხოლო ნაკრებში საერთოდ.ნაკლებად ტეხნიკურმა კრიშტიანომ აიკლო ჩ.ლ. 3 წელი ხომ რეალს მოაგებინა 15 ბურთი ყოველ წელს,წელსაც ატლეტიკოსთან ფანტასტიკა და აიაქსთან თითო ბურთი კი გაიტანა მაგრამ ძირითადის სამი უძლიერესი ფახბურთელი აკლდათ თორემ შეიძლებოდა გასულიყვნენ.მესის სიყვარულს ვერავინ დაგიშლით მაგრამ როდესაც პელესა და მარადონაზე წინ აყენებთ ეს მაცოფებს.გაიგეთ რომ ისინი მართლა მისტიკები,მებრძოლები,ლიდერები და რაც მთავარია ვაჟკაცები იყვნენ,რაც საერთოდ არა აქვს მესის.
ამაშია საქმე
25 მაისი 2019 17:27
6
ამაშია საქმე შენ უკვე მაგრა ყრი ცოფებს! კაცო რამდენჯერ უნდა დაწერო ერთი და იგივე, მგონი უკვე ათასჯერ გ ა ვ ი გ ე თ, რომ რონალდოს ამდენი და ამდენი აქვს მოგებული, მარადონა პელე ასეთები არიან და ასე შემდეგ. რამდენჯერ გაგაფრთხილეთ, შეეშვი მესის ხსენებას!!!! თქვენ როგორ გგონიათ ჩვენ ვისაც გვიყვარს, ბარსა და მესი არ გიპასუხებთ? რაც არ უნდა იბლუყუნოთ მესი ყველაფერში მაგარია, თუნდაც არ არის წამალ დამოკიდებული ( გამოშტერებული დიეგო ამ საქმეში მართლა მაგარია) ბებერ პელეზე რა ვთქვა, არქივშია უკვე. კრისტინა თავის თავში შეყვარებული ნარცისია. ისე, რომ "ამაშია საქმე" ჯობია დაოკდე და აღარ ახსენო მესი, თორემ შენს საყვარელ ტროიკაზე ბევრ მწარე, მწარეს დავწერთ. აბა შენ იცი შემდეგში კიდევ ერთი და იგივე დაწერე კომენტარებში ვახუნა.
koba
25 მაისი 2019 18:35
3
მარტო როგორ მოიგო? ყველა გოლი ან თავზე ან ფეხზე დაასვეს, ერთი კაცი არ მოუტყუებია. ეს მესი ათრევს რამდენიმე მცველს რომ მერე პასი მისცეს. და თუ კოუტინიო ან სუარესმა ვერ ივარგა რა მისი ბრალია. რონალდო რომ მესის პოზიციაზე ათამაშო სეზონს ალბათ 1 გოლით დაასრულებდა. კაცი საჯარიმოს გარეთ არ ვარგა. მარტო კარის ხაზთან ან პენალტის ნიშნულთან უნდა მისცე ბურთი. მესი კიდე გამთამაშებელია. კარგი პასიც აქვს, და პლიუს გოლებიც გააქვს. სეზონში მაგ რონალდოზე მეტი გოლი გააქვს. არადა უფრო უკანაა დახეული პოზიციაზე. ასე რომ ცოტა მეტი ანალიზი ჩაატარე. ლიგა გამართლებაზეა, გამართლება რომ არ ყოფილიყო რეალი 3 ჯერ როგორ აიღებდა ლიგას? ბოლოს საერთოდ არ ეკუთვნოდა. უბრალოდ თამაშებს შორის დიდი დროა და შეიძლება ერთხელ ჩაგივარდეს თამაში და გამოვარდე. აი სადაც ინტენსიური და დატვირთული შრომაა იქ ჩანს ვინ როგორია. ასეთი კიდე ჩემპიონატია. და ჩემპიონატში მესი ისეთ საქმეს აკეთებს რონალდო ვერანაირად ვერ ჯობნის. ნაკრებს რაც შეეხება კი მოიგო პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატი მაგრამ რონალდოს დიდი არაფერი გაუკეთებია იქ. სამაგიეროდ მესის მსოფლიოს ვერხცლი აქვს და იმ წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ის საწყალი არგენტინის ნაკრები თითქმის მაგან მიათრია ფინალამდე.
კახა
26 მაისი 2019 04:13
1
მისტიკა ის არის ,რომ ყველაზე მთავარ თამაშებს ვერ თამაშობ.ასევეა ნაკრებში.აბა 2014ში იმ გერმანიის ნაკრებთან მსოფლიოზე წაგება როგორ შეიძლებოდა.სწორედ მაგით გჯობს კრიშტიანო,რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია, შენ კი ვერა.სწორედ იუვეს ალეტიკოსთან მოგება იყო მისტიკა.
ამაშია საქმე
25 მაისი 2019 10:20
15
იუვე-ატლელიკოს შეხვედრაში, ბერნარდესკიმ და მატუიდმა შეჭამეს ატლეტები და თამაშიც მოიგეს... ეგეთი ხელშეწყობა რომ ჰქონოდა მესის, ნახავდი რაში იქნებოდა საქმე... :)
არ ყოფილა მაგაში საქმე
25 მაისი 2019 10:38
5
ამაშია საქმე---- რონალდომ, რომ წააგო სამარცხვინოდ აიაქსთან და ჩასვრილი გამოვარდა ლიგიდან თუ აკრიტიკებდი? მესიზე, რომ ხარ ჩაციკლული სამუდამოდ.
koba
25 მაისი 2019 11:30
2
თუ თამაში გაყიდა ბარსამ მაშინ სამარცხვინოა და არადროს არ უნდა ეპატიოს არავის არც მესის და არც სხვას და მისტიკას ნუ აბრალებ ბატოო მესი.. ეს თამაში უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურებმა და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს მესის თამადობით და ყველა ტიტული და ჯილდოც უნდა წართვა ყველას და უნდა აყრყუტო ვირის აბანოში..
rembo
25 მაისი 2019 09:58
4
რემბო, ვირის აბანო შენ უფრო მოგიხდება!
kako
25 მაისი 2019 11:07
4
მე მგონი, ორჯერ ზედიდედ ესეთი უაზრო წაგება უფრო სახიფათოა ვიდრე ჩემპიონატის ვერმოგება.
sdfffff
25 მაისი 2019 00:25
4
ატლეტიკოს მწვრთვნელმა,არგენტინელმა სიმეონომ თქვა რონალდუს შეუძლია მარტომ მოიგოს თამაში,ხოლო მესის ამისთვის ძლიერი თანაგუნდელები ჭირდებაო.ამიტომ ხარჯავს ბარსა ყოველწლიურად უამრავ თანხას მაგრამ ჩ.ლ-ას ვერ იგებს.სანამ მესი იქნება ვერც მოიგებენ.
ირინა შეიკი.
25 მაისი 2019 18:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული