ჯეიმს მილნერი: ლეო მესიმ ვირი მიწოდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესისთან შეხლა-შემოხლა გაიხსენა. ერთ-ერთ ეპიზოდში ის არგენტინელს ეუხეშა.

"მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც გასახდელში გავდიოდით, ესპანურად ბევრს მელაპარაკებოდა.

«Burro» მიწოდა, რაც ვირს ნიშნავს. ვფიქრობ, ესპანეთში საერთო ტერმინია და უხეშ ფეხბურთელებს ასე მოიხსენიებენ.

ვკითხე, ხომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მაგრამ მას ჩემთვის არ ეცალა. არა მგონია, გაეგოს, რომ მივხვდი, რა მითხრა.

მესით აღფრთოვანებული ვარ. მას აქვს იმის უფლება, რაც უნდა, ის ილაპარაკოს", - ციტირებს მილნერს "დეილი მეილი".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თვითონ ვირი, თან ზარმაცი
იურგენ კლოპი
00:50 27-05-2019
10
მესი გადმოდი ლივერპულში თუ გინდა ლიგა მოიგო. ბანძ ბარსაში მაგას ვერ იზამ
სადიო
10:09 27-05-2019
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული