იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე: ყველაფერი საუკეთესო მესამე ცდიდან მიიღწევა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერ იურგენ კლოპს ორჯერ აქვს წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მიზნის მესამე ცდიდან მიღწევის იმედი აქვს.

"გუნდები, რომლებიც პირველ ივნისს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" შეხვდებიან, ერთმანეთს ურიგოდ არ იცნობენ. მიუხედავად ამისა, მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები კიდევ ერთხელ უნდა შევისწავლოთ კარგად. ამ მხრივ მადრიდული მატჩი განსხვავებული არ იქნება. ვიცით, თუ საუკეთესოდ ვითამაშებთ, მოწინააღმდეგეს გაუჭირდება, თუმცა გვესმის, "ტოტენჰემი" საჩუქარი არ არის.

იცით, გერმანიაში ამბობენ: "ყველაფერი საუკეთესო მესამე ცდიდან მიიღწევა". "მაინცთან" ერთად მესამე ცდიდან გადავედით ბუნდესლიგაში. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგაზეც ასე მოხდება. "მაინცის"
მწვრთნელმა ვოლფგანგ ფრანკმა მითხრა, გულდასაწყვეტი წაგებები იმისთვისაა საჭირო, რომ გაგაძლიეროსო. შესანიშნავი მწვრთნელია, მისგან ბევრი რამ ვისწავლე", - ციტირებს კლოპს უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კი ჯიმა, ლიგა ჩვენი. გვეკუთვნის
სადიო
08:20 28-05-2019
7
Aller guten Dinge sind drei
Klopp
17:52 28-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული