"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ლუკას მოურამ დაიჩივლა, რომ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ახლობლებისთვის ბილეთებს ვერ შოულობს.
"40 ბილეთი მჭირდება. ფინალზე ოჯახის, მეგობრების და იმ ადამიანების წაყვანა მინდა, რომლებმაც ჩემთვის ბევრი გააკეთეს.
მხოლოდ 24 ბილეთი მომცეს. ჩემს ლივერპულელ თანამემამულეებს, ალისონსა და ფაბინიოსაც კი მივწერე და დახმარება ვთხოვე, მაგრამ მათაც იგივე პრობლემა აქვთ", - ციტირებს მოურას უეფას საიტი.
შეგახსენებთ, სწორედ მოურას ჰეთ-თრიკით 3:2 სძლია განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ტოტენჰემმა" "აიაქსს" და ფინალში გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" შორის 1-ელ ივნისს მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოს"
სტადიონზე გაიმართება.