"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე ისაუბრა:
"ფინალში ორი ღირსეული გუნდი გავიდა. ხვალ მაგარი ბრძოლა იქნება. აქ ცხელა, რასაც ინგლისელები მიჩვეულნი არ არიან.
რომ ვფიქრობდე, თითქოს "ტოტენჰემს" უპირატესობა აქვს, ჭკუდან გადავიდოდი. ამაზე არ ვფიქრობთ. ვინ იტყვის, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ ბოლო ორ მატჩში 2:1 დავამარცხეთ.
თუ წინა 6 ფინალის წაგებაში დამნაშავე ვარ, ყველას სანერვიულოდ ჰქონია საქმე. თუ ასე არაა, შანსი გვქონია. გასულ წელთან შედარებით "ლივერპული" სულ სხვა გუნდია. "რეალთან" შარშანდელი ფინალი შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად გამოვიყენეთ", - თქვა
კლოპმა.