ჩემპიონთა ლიგა. ფინალი: იურგენ კლოპის მესამე და სამართალი - "ლივერპულმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულმა" 2:0 სძლია "ტოტენჰემს" და მეექვსედ მოიგო ეს ტურნირი.

ორივე გუნდის თავდამსხმელებმა კეინმა და ფირმინომ ტრავმები მოირჩინეს და სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. კეინს აქამდე 9 აპრილის შემდეგ არ უთამაშია, ხოლო ფირმინომ უკანასკნელად 1 მაისს იასპარეზა.

"ლივერპულს" ამ სეზონში "ტოტენჰემი" ორჯერ ჰყავდა ერთნაირი ანგარიშით 2:1 დამარცხებული, მესამე, ნაკლედსანახაობრივ, მაგრამ დაძაბულ შეხვედრაში კი 2:0 დამსახურებულად იმარჯვა.

უკვე 24-ე წამზე მანეს ჩაწოდებული ბურთი ხელზე სისოკოს მოხვდა და პენალტით სალაჰმა თავისი გუნდი დააწინაურა. იმის გათვალისწინებით, რომ კლოპს პოჩეტინიოზე ობიექტურად უკეთესი
გუნდი ჰყავს, ეს საკმაო ფორა გახლდათ.

შესვენებამდე უპირატესობას მერსისაიდელები ფლობდნენ, თუმცა 100%-იანი მომენტი არ შეუქმნიათ, ხოლო "ტოტენჰემმა" მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარისკენ. ეგ იყო და ეგ.

სხვათა შორის, მიმდინარე გათამაშების 13 მატჩში "ტოტენჰემმა" პირველი ტაიმი ვერც ერთხელ ვერ მოიგო.

ყველა წესით, მეორე ტაიმში ლონდონურ გუნდს თამაში უნდა გაემწვავებინა, მაგრამ ეს ძნელი გასაკეთებელი იყო მეტოქის სწრაფი თავდამსხმელების ფაქტორის გათვალისწინებით.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, "ტოტენჰემი" უილაჯოდ უტევდა და პოჩეტინიომ სიტუაციის გამოსწორება უინკსის ნაცვლად მოედანზე მოურას შეშვებით სცადა.

ბოლოს "ტოტენჰემმა" შეუტია, მაგრამ კარში მარჯვედ იდგა ალისონი, რომელმაც რამდენიმე არგასაშვები ბურთი არ გაუშვა (კარიუსი კი არაა). სამაგიეროდ მეორე გოლი 88-ე წუთზე ლორისმა ორიგისგან გაუშვა და "ლივერპულმა" გაიმარჯვა.

კლოპმა მესამე ცდიდან მოიგო ეს ტურნირი. თქვა კიდევაც შეხვედრის წინ - ყველაფერი საუკეთესო მესამე ცდიდან მიიღწევაო.

***

"ლივერპულმა" ბოლო 7 წელიწადში პირველად მოიგო ტურნირი - უკანასკნელად ინგლისის ლიგის თასზე იმარჯვა.

"ლივერპული" უეფას სუპერთასზე 14 აგვისტოს სტამბულში "ჩელსის" შეხვდება.

"ლივერპულმა" 5 ფინალში გახსნა ანგარიში და ხუთივე მოიგო.

ალისონი ბოლო 9 წელიწადში პირველი მეკარეა, რომელმაც ფინალში გოლი არ გაუშვა.

"ტოტენჰემი" ფინალის ზედიზედ მეექვსე მონაწილე დებიუტანტია, რომელიც დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში მსაჯმა პირველად არც ერთი ფეხბურთელი არ გააფრთხილა.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 სლაჰი (2, პენ), 2:0 ორიგი (88)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (მილნერი 62), მანე (გომესი 89), სალაჰი, ფირმინო (ორიგი 58)

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, სისოკო (დაიერი 74), უინკსი (მოურა 66), ერიკსენი, ალი (ლორენტე 82), სონი, კეინი

altიურგენ კლოპი: ნამატჩევს 20 წუთში ნახევრად მთვრალი ვარ, ახლა კი მხოლოდ წყალი დავლიე

altგლენ ჰოდლი: პენალტის დანიშვნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა

altმაურისიო პოჩეტინიო: მატჩის 0:1-დან დაწყება რთულია

altპრემიერლიგის სამსაჯო კორპუსის ექს-ხელმძღვანელი: თერთმეტმეტრიანი იყო

altჩემპიონთა ლიგის ფინალზე მოედანზე ნახევრადშიშველი ამერიკელი მოდელი შევარდა

მკითხველის კომენტარები / 20 /
პირველ რიგში ვულოცავ ლივერპულის გულშემატკივრებს, მეც ძალიან მიყვარს ლივერპული განსაკუთრებით ენფლდზერომ თამაშობს. 25 წელია ჩემპიონთა ლიგის ფინალი არგამომიტოვებია მაგრამ ასეთი უსახური ფინალი მე არ მახსოვს
ზიზუ
02 ივნისი 2019 03:43
1
მსგავსი დებილი თამაში არ ყოფილა ჩემპიონთა ლიგის ფინალში
თავადი78
02 ივნისი 2019 01:27
5
თავადი 78-ი გეთანხმები, ცოტა ხანი ვუყურე და მერე დავწექი, ამ თამაშის შემყურე დამეძინა.
ფუი ასეთ ფინალს
02 ივნისი 2019 11:29
0
მართალი ხარ თავადი გეთანხმებით
gogi
02 ივნისი 2019 05:06
1
ლივერპულის ფანებს ვულოცავ დაიმსახურეს ნამდვილად ჩემპიონობა...რაც შეეხება ტოტენჰემს... პოჩეტინოს გამართლება არა აქვს ლუკას მაურა როგორ არ დააყენა ძირითადში ჯერ ჯგუფიდან გაიყვანა შემდეგ აიაქსს პირადად მარტომ მოუგო ბევრად უკეთ ითამაშებდა ტოტენჰემი ...ეს დაუფასებლობაა მაგრად შეშალა პოჩეტინოს ჩემი აზრით...უსამართლოდ მოიქცა და ღირსიც იყო ასე წაგების....
აკაკი
02 ივნისი 2019 16:45
1
აიაქსი რომ ყოფილიყო ტოტენხემის მაგივრად უფრო სანახაობრივი თამაში იქნებოდა.ლივერპულმა ბარსასთან დაამტკიცა რომ როცა სჭირდება მაგარი თამაშის ჩვენება შეუძლია.ჩემი აზრით ერთი ქვეყნის გუნდები ფინალში არ უნდა ხვდებოდენ.
ჩემი აზრით
02 ივნისი 2019 12:19
5
ყველა, რომ ბარსასთან იგიჟიანებენ თავებს ფ ა ქ ტ ი ა! ამ უსახურ ფინალში ნიუხედავად მოგებისა ლივემ დაამტკიცა, რომ არც ისეთი ძლიერია, როგორიც გააბუქეს.
barsa
02 ივნისი 2019 12:41
4
მილანი-იუვენტუსი? 2003 სანახავი იყო და დაძაბული.
123
02 ივნისი 2019 13:16
2
1994 წლის ბარსა-მილანიდან მოყოლებული არც ერთი ფინალი არ გამომიტოვებია და ასეთი უსახური და ფარჩაკი თამაში არ მინახავს.ეს კი იმის თქმის საშუალებას იძლევა რომ თქვას კაცმა არც ართი გუნდი არ შეესაბამებოდა ფინალისტებს.მე პირადად ჩემს აზრზე ვრჩები:ბარსა ამ გუნდმა კი არა,ენფილდმა გამოაგდო თორემ ლივერპულს აქ არაფერი ესაქმებოდა.
სიმართლე
02 ივნისი 2019 11:26
9
ლივერპულო, ნამდვილად არ ვაპირებდით დაძინებას, მაგრამ ამ მოსაწყენმა ფინალმა მაგრად დაგვაძინა.
????????
02 ივნისი 2019 12:18
3
წადი დაიძინეთ შენ და ბარსამ ერთად
LIVERPOOL
02 ივნისი 2019 12:03
6
ყველა გამოხმაურება
მსაჯმა თამაში გააფუჭა 24 წამზე პოჩეტინე კიდე მაგარი კვერცხია ნახევარფინალისხასემადგენლოვაცრომ შეცვალა
912
02 ივნისი 2019 01:44
7
გილოცავთ ყველა ლივერპულის ქომაგს ამ გამარჯვებას. ეხლა მომავალ სეზონში პრემიერლიგა მოვიგოთ და მერე კლოპის ბიუსტი უნდა დავდგათ ენფილდზე
თორნიკე
02 ივნისი 2019 11:04
5
ორი სირიკო გუნდის ფინალი>> ფუი ამ ფინალის შემყურე დამეძინა.
ლერი
02 ივნისი 2019 09:57
4
ლიგა მოიგო უფრო ძლიერმა, სრულიად დამსახურებულად. დამშვიდდით ისინი ვისაც ტოტენჰემისთვის არასდროს რომ არ გიბალელშიკიათ და მხოლოდ ლივერპული გეჯავრებათ. ვისაც ჰგონია რომ პენალტი არ იყო ფეხბურთის წესები წაიკითხოს. საკუთარ ნება სურვილს ნუ დაეყრდნობა. სანახაობითი მხარე აკლდა ცოტა, მაგრამ მაინც კარგი ფინალი გამოვიდა.
დავით 67
02 ივნისი 2019 05:31
4
აფსუს? ფინალი კარგი იქნებოდა ტოტე და ბარსა! უიღბლობის დედაც. მოენდომებინა ბარსას და თასს ასწევდა მესი!
დავით 67ო ბარსას ობიექტური ფანი ვარ.
02 ივნისი 2019 11:26
1
დავით 67ო თამაში იყო დებილობა.
vova
02 ივნისი 2019 11:19
1
რა მიკვირს იცით? ყველა ბარსასთან, რომ აჩვენებს თავის საუკეთესო თამაშსს, ვერ გავიგე ნამდვილად, რატომ ხდება ასე. მესის ფაქტორი ხომ არ თამაშობს დიდ როლს? რომ აი ასეთი ფეხბურთელის გუნდს ვუგებთ?!!! ამ ფინალის მერე დამებადა ესეთი კითხვა! საშინლად მომაბეზრებელი ფინალი არ მინახავს.
10
02 ივნისი 2019 10:37
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული