"ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა (0:2) "ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინიომ შემდეგნაირად შეაფასა.
"ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ამაყი ვარ. მაგრად ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. გოლი პენალტით გავუშვით.
მატჩის 0:1-დან დაწყება რთულია. თამაშის გეგმა შევცვალეთ. ოპტიმისტებად უნდა დავრჩეთ. მორალურად გაგვიჭირდა. სწავლაა საჭირო, გამოცდილების მიღება. შარშან "ლივერპული" ჩვენს მდგომარეობაში იყო. აქ ძალიან მაღალი დონეა. დღეს ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროა.
კიდევ მინდა ფინალში ვითამაშოთ. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. უნდა ვეცადოთ, გვჯეროდეს და იქნებ, ახლო მომავალში ისევ გავიდეთ ფინალში".