მალე "ლივერპულსა" და "ტოტენჰემს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დაიწყება და ესპანეთის დედაქალაქი ინგლისელი ფანების მიერაა "ოკუპირებული".
ორივე გუნდის გულშემატკივრები მადრიდში მრავლად ჩავიდნენ, თუმცა უფრო "წითლების" სიმრავლეა თვალშისაცემი. აკი სთხოვა მათმა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა - "ჩამოიტანეთ ენფილდი" "ვანდა მეტროპოლიტანოზეო".